კიდევ ერთი გრანდიოზული კონცერტი ქართველი მუსიკოსებით მონაწილეობით ამჯერად
ფრანკფურტის ალტერ ოპერის დიდ სცენაზე.
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სრულ შემადგენლობასთან ერთად, პირველად შესრულდა ალტერ ოპერაში გია ყანჩელის შედევრი - STYX. ასევე, ჰამბურგის Elbphilharmonie- ში, 2 აპრილს გამართული წარმატებული პრემიერის შემდეგ, სწორედ, ალტერ ოპერამ უმასპინძლა ნიკოლოზ რაჭველის „ვერცხლისფერ მზეს“.
კონცერტი 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის კულტურული პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ: ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, ზვიად ბოლქვაძე, გორის ქალთა კამერული გუნდი (ხელმძღვანელი – თეონა ცირამუა); სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი ( ხელმძღვანელი – სვიმონ ჯანგულაშვილი).

















