ფრანკფურტში, ტელეკომპანია "არტეს" ორგანიზებით, კონცერტი „The Sound of Georgia” გაიმართა,
რომელშიც ცნობილი ქართველი მუსიკოსები მონაწილეობდნენ: დუდანა მაზმანიშვილი, ბექა გოჩიაშვილის ტრიო, ნათია თოდუა, ვერიკო ჭუმბურიძე და სხვ.
ღონისძიება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში მოეწყო, სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნი სტატუსითაა წარმოდგენილი.
კონცერტი უმსხვილესი გერმანულ-ფრანგულენოვანი ტელეარხის "არტეს" პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
კონცერტს დიპლომატიური კორპუსის წევრები, მუსიკოსები და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

















