ფესტივალი არტ–გენი 2012-ის ფარგლებში ეთნოგრაფიულ მუზეუმში მთელი დღის მანძილზე ხალხური რეწვის გამოფენა მიმდინარეობს.
კონცერტი 17 საათზე მცირე სცენაზე იწყება და 19 საათიდან დიდ სცენაზე გადაინაცვლებს, სადაც მაყურებლის წინაშე მცხეთა–მთიანეთის, იმერეთისა და ცხინვალის რეგიონის ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან. საღამოს პოლონური ჯგუფი Volosi და ჯგუფი 33ა დახურავენ.
ფესტივალი არტ–გენი უკვე მეცხრე წელია ტარდება. მან სტარტი 3 ივლისს კახეთში აიღო და რეგიონალური ტური საქართველოს რამდენიმე ქალაქში - ზუგდიდში, წყალტუბში, ჩოხატაურსა და ფოთში ჩატარდა. 21 ივლისიდან არტ–გენმა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაინაცვლა და იგი 29 ივლისამდე გაგრძელდება.