logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისში Fabrikaffiti Urban Art Festival გაიმართება
თბილისში Fabrikaffiti Urban Art Festival გაიმართება
15:22 05.10.2018
თბილისში 6 და 7 ოქტომბერს Fabrikaffiti Urban Art Festival გაიმართება. ფესტივალი წელს მესამედ ტარდება და მასში მონაწილეობას საქარველოდან, იტალიიდან, გერმანიიდან, აშშ-დან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ბალტიისპირა ქვეყნებიდან 40-მდე არტისტი იღებს.

ფესტივალის ძირითადი ლოკაცია Fabrika Tbilisi და მისი მიმდებარე ტერიტორია იქნება. ფესტივალი მოიცავს არა მხოლოდ ქუჩის მხატვრობას, არამედ ქუჩის ხელოვნებასთან დაკავშირებულ სხვა დისციპლინებს, როგორიცაა სკეიტბორდინგი, ბ-ბოი და ფოტოგრაფია.

ფესტივალის ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასო და თავისუფალია. ფესტივალის სტუმრებს შეუძლიათ დაესწრონ კედლების მოხატვის პროცესს 12:00 საათიდან ან ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან არტისტთა გაერთიანება „ცრუ“, ფაბრიკა და Impact Hub Tbilisi.

მხარდამჭერები: Fabrika Hostel, TBC Bank, Urban Art Georgia, აშშ-ს საელჩო საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში, იტალიის საელჩო საქართველოში, თბილისის მერია, Creative Education Studio და მარგო სკეიტ შოპი.

ფესტივალის ჰედლაინერები არიან:
• Millo - იტალიელი არტისი და სხვადასხვა სტრიტ არტ ფესტივალის მონაწილე. მისი ნამუშევრები გამოფენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში: რომი, მილანი, ფლორენცია, ლონდონი, პარიზი, ლუქსემბურგი, რიო დე ჟანეირო და ახლა უკვე თბილისი. 2014 წელს მან მოიგო B.art-ის შეჯიბრი, რამაც მას საშუალება მისცა დაეხატა 13 ამბავი ტურინის კედლებზე. ერთი შეხედვით, მისი ნამუშევრები ვიზუალურად მარტივია, თუმცა ყოველი მათგანის უკან დგას იდეა.
• Martha Cooper - ლეგენდარული ამერიკელი ფოტოგრაფი, რომელმაც შექმნა 70-80-იანი წლების ნიუ იორკის გრაფიტი სცენის ფოტომატიანე. იგი არის გრაფიტის შესახებ პირველი წიგნის ავტორი “Subway Art”, რომელმაც გრაფიტი, ჰიპ-ჰოპი და სხვა ანდერგრაუნდ სუბკულტურები სინათლის შუქზე გამოიტანა. არტისტები მის წიგნს გრაფიტის “ბიბლიას“ უწოდებენ.
• Nika Kramer - ბერლინელი ფოტოგრაფი, რომელიც ძირითადად სპორტულ, მუსიკალურ, საცეკვაო ღონისძიებებს და სტრიტ არტით არის დაინტერესებული.
მისი წარსული დაკავშირებულია ჰიპ-ჰოპის სცენასთან, საიდანაც გაიცნო Martha Cooper და მასთან ერთად იმუშავა წიგნზე. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ფოტოგრაფია მისი გატაცება იყო.



















FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა