logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ენების ევროპული დღე გოეთეს ინსტიტუტში აღინიშნება
ენების ევროპული დღე გოეთეს ინსტიტუტში აღინიშნება
15:10 29.09.2018
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში ევროკავშირის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანების (EUNIC -European Union National Institutes for Culture) ორგანიზებით დღეს ენების ევროპული დღე გაიმართება. ღონისძიებას ოფიციალურად გახსნიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, ევროკავშირის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანების პრეზიდენტი საქართველოში ბარბარა ფონ მიუნჰაუზენი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე.



ღონისძიებას მხარს უჭერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.



გოეთეს ინსტიტუტში ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში მოიცავს კონკურსებს, ვორქშოფებს და მრავალ სხვა გასართობ და შემეცნებით აქტივობებს ევროპის ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნების აღსანიშნავად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 8-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები.



წლევანდელი ღონისძიების სპეციალური სტუმარია ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე, რომელიც მშობლებისთვის გამართავს საჯარო ლექციას თემებზე: მოტივაციის როლი სწავლების პროცესში; უცხოური ენის შესწავლის ოპტიმალური ასაკი და აუცილებელი წინაპირობები.



ენების ევროპული დღე ევროპის საბჭოს მიერ 2001 წელს ევროპის კულტურული მრავალფეროვნებისა და მრავალენოვნების აღსანიშნავად დაწესდა. ეს დღე ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება და მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები 800 მილიონი ადამიანის წახალისება - ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში, სკოლასა თუ მის ფარგლებს გარეთ. ლინგვისტური მრავალფეროვნება კულტურათაშორისი თავისებურებების და ევროპის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია, ამდენად, ევროპის საბჭო ფართოდ უწევს პოპულარიზაციას პლურილინგვალიზმს მთელს ევროპაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა