logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გერმანული გაზეთი „Frankfurter Rundschau“ ქართული სტენდის შესახებ სტატიას აქვეყნებს
გერმანული გაზეთი „Frankfurter Rundschau“ ქართული სტენდის შესახებ სტატიას აქვეყნებს
15:29 03.09.2018
ქართული კულტურა გერმანული პრესის ყურადღებას კვლავ იპყრობს-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მუზეუმის სანაპიროს ფესტივალზე (River Bank Festival) საქართველოს სტენდის შესახებ ვრცელ მიმოხილვას ნაციონალური ყოველდღიური წამყვანი გერმანული გაზეთი -„Frankfurter Rundschau“ აკეთებს.

გთავაზობთ გერმანული სტატიის ქართულენოვან თარგმანს სათაურით „საქართველო თავის კულტურას წარადგენს“:

„ეროვნული კერძები, ღვინო, მუსიკა - წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა ფრანკფურტის მდინარის ფესტივალზე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე 46 დღე დარჩა - ლიტერატურის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან ახალი გამოცემების ნახვა, საჯარო კითხვებითა და სხვადასხვა ღონისძიებით ტკბობის საშუალება მიეცემა, საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონს საქართველო წარმოადგენს...

მანამდე კი, საქართველო მდინარის ფესტივალის ეპიცენტრშია.

ფესტივალის მთავარი სცენიდან ქართველი დიჯეების კომპოზიციების ხმა ისმის. ნაციონალურ-კულინარიულ კუთხეში სანელებლების სასიამოვნო სურნელი დგას. მწვადი და ღვინო ნაციონალურ-კულინარიული კულტურის მთავარი ელემენტია.

80 მეტრზე გაშლილ ქართულ კუთხეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი გვაცნობს. ქართულ ღვინოზე გერმანიაში მოღვაწე ქართველი იმპორტიორი პაატა ბოლოთაშვილი გვიყვება. მისი თქმით, ქართული ღვინო განსაკუთრებული პოპულარობით იტალიაში სარგებლობს, რაც ანგრევს მითს, თითქოს, იტალიელები მხოლოდ იტალიურ ღვინოს მიირთმევდნენ. ქართულ ღვინოს 7000 წელზე ძველი ტრადიცია აქვს, მისი წარმოების მეთოდი იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. საქართველოში დაწურულ ყურძენს სპეციალურ ჭურჭელში - „ქვევრში“ მიწის ქვეშ ინახავენ, სადაც ღვინო მწიფდება. ასეთი წარმოების შედეგად შექმნილ ღვინოს უნიკალური ქარვისფერი დაჰკრავს... - „ძალიან გემრიელია“ - მპასუხობს ჩემს გვერდით მდგომი გერმანელი ქალბატონი, ქართული ღვინის დასაგემოვნებლად მოწყობილი კუთხიდან.

გვერდით თავბრუდამხვევი ატმოსფეროა, თუმცა არა ღვინისგან... სპეციალური ვირტუალური რეალობის სათვალე საქართველოს ტურიზმის კუთხეში თავბრუდამხვევ ქართულ ლანდშაფტს ვირტუალურად გვაცნობს. აქ ყველაფერია: ყვავილების მდელოები, მთები, ტაძრები, კურორტული ზონები!
ვიხსნით სათვალეს და გვერდით მოწყობილ საბავშვო კუთხეში გადავინაცვლებთ, სადაც ვიზიტორი ბავშვები ქართულ ანბანს ხატავენ. ქართული ანბანიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.

„Georgia – Made by Characters“- ასეთია სტუმარი ქვეყნის სლოგანი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. აქვე, ლიტერატურულ კუთხეში, აკა მორჩილაძის „მოგზაურობა ყარაბაღში“ და ნინო ხარატიშვილის „ჯუჯა“ არის წარმოდგენილი.

უფრო მეტს ქართული კულტურის შესახებ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე შეიტყობთ“ - წერს გამოცემა.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა