ეროვნული კინოცენტრის ფილმების წარმოების დაფინანსების კონკურსში სამმა პროექტმა -"სიმინდის კუნძული", "მელოტი ბიჭები" და "პატარძლები" - გაიმარჯვა.
შესაბამისად, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დაფინანსებას სწორედ აღნიშნული სამი პროექტი მიიღებს.
"სიმინდის კუნძული" 450 000 ლარით, "მელოტი ბიჭები" 300 000 ლარითა და "პატარძლები" 150 000 ლარით დაფინანსდება.
გადაწყვეტილება ამის თაობაზე საექსპერტო კომისიამ მიიღო. ქულები კონკურსის მეორე ტურში გასულ 5 პროექტს შორის გადანაწილდა.

















