logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
7 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ჩატარდება
7 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ჩატარდება
14:43 17.08.2018
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრისა და დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, 7 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, 26-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "შემოდგომის თბილისი" ჩატარდება.

ფესტივალის პროგრამა, დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვახტანგ კახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინეს.

სოფიო ხუნწარიას განცხადებით, წლევანდელ ფესტივალზე განსაკუთრებული პროგრამა იქნება წარმოდგენილი.

"თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფესტივალი "შემოდგომის თბილისი" უკვე 26 წელს ითვლის. მუსიკის მოყვარულები მის დაწყებას ყოველწლიურად ელოდებიან. წელს განსაკუთრებული პროგრამა გვაქვს, ბევრი საიუბილეო თარიღი - ანსამბლ "რუსთავს" 50 წელი უსრულდება, თავად ორკესტრი 25 წლის ხდება. ასევე, წელს მოწვეული იქნება ხატია ბუნიათიშვილი, რომელიც 10-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩვენს ორკესტრთან ერთად დაუკრავს. ეს ძალიან დიდი საჩუქარია, როგორც მუსიკის მოყვარულებისთვის, ასევე თბილისის სტუმრებისთვის და ზოგადად, დედაქალაქისთვის. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კახიძის მუსიკალურ ცენტრთან, რომ მომავალ წელს ფესტივალი კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს და ფორმატი შეიცვალოს", - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

ფესტივალის ფარგლებში, თბილისში ათი კონცერტი გაიმართება. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე გერმანიიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან და ესპანეთიდან მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები წარსდგებიან.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "შემოდგომის თბილისი" 1993 წელს კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნდა.

ფესტივალის დამაარსებელი მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძეა. მისი ჩანაფიქრი იყო, საერთაშორისო დონის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი გაემართა, რომელიც საქართველოში არსებულ საკონცერტო ცხოვრების მდიდარ ტრადიციებს ააღორძინებდა. თავისი არსებობის განმავლობაში, "შემოდგომის თბილისი" ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პოპულარულ მუსიკალურ მოვლენად იქცა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა