საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ
ბატიაშვილმა თბილისის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებსა და დირექტორებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას საუბარი სამომავლო თანამშრომლობის ფორმატსა და პრიორიტეტებს შეეხო. მიხეილ ბატიაშვილმა მზაობა გამოთქვა მათთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის და თეატრის სფეროს წარმომადგენლებ, ამ პროცესში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა. მინისტრის თქმით, აუცილებელია, კულტურის სფეროს განვითარებისთვის, რეალისტური ამოცანების და შეჯერებული, განვითარებაზე ორიენტირებული, ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება.
„კულტურა, ისევე როგორც განათლება და სპორტი, ჩვენი პრიორიტეტია. მე ვარ აბსოლუტურად ღია თქვენთან აქტიური თანამშრომლობისთვის, ყოველთვის მოვისმენ თქვენს მოსაზრებებს და ერთიანად ჩამოვაყალიბებთ განვითარების ისეთ სტრატეგიას, რომელიც ამ სფეროს კიდევ უფრო ეფექტურს და შედეგებზე ორიენტირებულს გახდის“-განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ ბატიაშვილი შეხვედრაზე იმ პრობლემატურ საკითხებსაც გაეცნო, რომელიც თეატრის სფეროში არსებობს. მინისტრის თქმით, თითოეულ პრობლემას სიღრმისეულად გაეცნობა და მათთან ერთად, პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს შეიმუშავებს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, მიხეილ ბატიაშვილი, შეხვედრებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებებულებების სხვა წარმომადგენლებთანაც გამართავს.

















