logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ თიბისის მხარდაჭერით ქართული კინოს 110 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა
კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ თიბისის მხარდაჭერით ქართული კინოს 110 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა
13:31 02.07.2018
კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ თიბისის მხარდაჭერით ქართული კინოს 110 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა, სადაც ქართულ ფილმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. კინოსტუდიის 4 პავილიონში სტუდიის საცავებში დაცული კინოკოსტიუმები, ისტორიული კინოგადამღები ტექნიკა, იარაღ-საჭურველი, რეკვიზიტები, უნიკალური კინოაფიშები და კინოესკიზები გამოიფინა. საიუბილეო საღამოსთვის 11 კინოკამერას 3 თვის განმავლობაში სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა. სტუმრებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში შექმნილი უნიკალური კამერაც იხილეს. ღონისძიებაზე კინოსტუდიის საცავებში დაცული 2500 ესკიზიდან ბოლო 25 წლის განმავლობაში სხვადასხვა კოლექციებიდან მოპოვებული მასალა იყო წარმოდგენილი. საღამო სტუდიის ფოიეში „ქართული ფილმისა“ და სტუდია „მემატიანეს“ ვიდეო და ფოტო ფონდის უნიკალური მასალების ჩვენებამ და ქართული კინომუსიკის კონცერტმა გააფორმა. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სივრცეში ქართული კინოს 110 წლიანი ისტორიის ამსახველი გამოფენის დათვალიერება მსურველებს 3 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ.

პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი - ვასილ ამაშუკელის დოკუმენტური ნამუშევარი - „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ 1912 წელს გამოვიდა. თუმცა, ქართული კინოს დაბადების ოფიციალური თარიღი 1908 წლის 15 მაისია, როდესაც ბაქოში ვასილ ამაშუკელისა და ალექსანდრე დიღმელოვის (დიღმელაშვილის) გადაღებული პირველი კინოკადრების ჩვენება შედგა. ეს კინოკადრები მაშინდელ საზოგადეობაში მიმდინარე მოვლენებს ასახავდა: „ქვანახშირის ზიდვა აქლემებით“, „ბაქოს ბაზრები“, „ქუთაისის პეიზაჟები“, „ბაქოს ჭაბურღილები“, „ქარვასლა“, „თბილისის აბანოები“, „თბილისის მუშთაიდი“. პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი კი „ქრისტინეა“, რომელიც რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით გადაიღო. ქართული კინოს ისტორიის მანძილზე 800-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული, სატელევიზიო და მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 600-მდე დოკუმენტური და სამეცნიერო, 500-მდე ანიმაციური და თოჯინური ფილმია შექმნილი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა