ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ოქსფორდის იესოს
სახელობის კოლეჯის ქოროს კონცერტი გაიმართება. ქოროს წევრები ოქსფორდის წარმატებული აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები არიან.
ბოლო რვა წლის განმავლობაში ოქსფორდის იესოს კოლეჯის საეკლესიო გუნდმა წარმოდგენები გამართა მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ეკლესიებში, მათ შორის ფლორენციაში სანტა კროჩეს ბაზილიკის და ბრატისლავაში წმინდა მარტინის კათედრალური ტაძრის ჩათვლით. გარდა ამისა, სასულიერო და საერო მუსიკის ნიმუშები ოქსფორდის გუნდმა წარმოადგინა ასევე კრაკოვში, ლისაბონში, კიოლნში, ბონში, ვენაში, სიენაში, ჰონკონგში, შანხაიში და ა.შ. გუნდი ყოველ კვირას იესოს კოლეჯის ისტორიულ სამლოცველოში მღერის.
გუნდი სპეციალიზირებულია უელსურ მუსიკაზე. იესოს კოლეჯი დედოფალ ელისაბედის მიერ 1571 წელს დაარსდა. საქართველოს ტურნეს ფარგლებში ბათუმის და ქუთაისის შემდეგ, გუნდი კონცერტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართავს.
თსუ-ში დაგეგმილი კონცერტის რეპერტუარშია იგორ სტარვინსკის, სერგეი რახმანინოვის, ანტონ ბრუკნერის, პეტრე ჩაიკოვსკის, თომას თალის, ორლანდო გიბონსის, ჯონ ბენეტის და სხვათა ნაწარმობები.
კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება.

















