ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დღეს,
სულხან-საბა ორბელიანის საიუბილეო წლის ფარგლებში პრემიერა „სიბრძნე სიცრუისა“ გაიმართება.ჩვენება ბოლნისში (მწერლის მშობლიურ მხარეში), სახალხო დღესასწაულზე ,,საბაობა 2018“-ზე მოეწყობა.
პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ხორციელდება.
ღონისძიება 14:30 საათზე დაიწყება.

















