logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის მერი პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო
თბილისის მერი პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო
11:18 23.06.2018
თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, თბილისის ბიჭუნათა კაპელის და ახალგაზრდული გუნდის კონცერტს დაესწრო.

ღონისძიება რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და მასში მონაწილეობა თბილისის მერიის #1 ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. ღონისძიება პროექტ “თბილისის ცის ქვეშ” ფარგლებში ჩატარდა.

კახა კალაძის განცხადებით, პროექტში მონაწილეობის მიღება ყველა მუსიკოსს შეუძლია. მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის მხრიდან მათ მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ.

„თბილისის ცის ქვეშ” ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებაც წელს დავიწყეთ. გვინდა, ზაფხულის თვეებში დედაქალაქში სიცოცხლე იგრძნობოდეს. ყოველი კვირის უქმეებზე ქალაქში არის გამოყოფილი კონკრეტული ადგილები და თბილისელებს აქვთ შესაძლებლობა მოისმინონ კონცერტები, ნახონ სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენები. დღეს, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მერიის დაქვემდებარებაში არსებული ბიჭუნათა კაპელისა და ახალგაზრდული გუნდის კონცერტი გაიმართა და ვფიქრობ, მართლაც სასიამოვნო გარემო შეიქმნა. ეს პროექტი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ყველა მუსიკოსი იქნება ჩართული. ჩვენ ყველას მივცემთ შესაძლებლობას, რომ თავისი ნიჭი გამოავლინოს. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
თბილისის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას განცხადებით, პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ უკვე ერთი თვეა წარმატებით მიმდინარეობს.

„პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ბაღებში, სკვერებში, ქუჩებში, პარკებში, სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. ხვალ და ზეგ ასევე ძალიან საინტერესო პროგრამა გვაქვს: ღია კინოთეატრი, Tbilisi Open Air, ასევე, გორის ქალთა გუნდი გამართავს საოცარ კონცერტს 9 აპრილის ბაღში. კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძიება გელოდებათ და ყველას შეგიძლიათ, შემოგვიერთდეთ თბილისის ცის ქვეშ“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
ახალი პლატფორმის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში დედაქალაქში იმართება კონცერტები, საგანმანათლებლო ლექციები, გამოფენები. ეწყობა თეატრალური, მუსიკალური, ფოტოხელოვნებისა და გრაფიტის ფესტივალები.
ღონისძიებებში მონაწილეობა კი ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.
ახალი პლატფორმის მიზანია, დედაქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა; ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა; კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების სტიმულირებით დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება; უქმე დღეების განმავლობაში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა