logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი თბილისის შესახებ კატალოგს შექმნის
ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი თბილისის შესახებ კატალოგს შექმნის
17:39 14.06.2018
საქართველოს ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი, პრესტიჟული სააგენტო Magnum Photos-ს სრულუფლებიანი წევრი მარტინ პარი სტუმრობს, რომელიც თბილისის შესახებ კატალოგს შექმნის.

პროექტის - „მარტინ პარი - თბილისი“ შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. პროექტის დეტალებზე ფოტოგრაფმა მარტინ პარიმ, თბილისის მერიის კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა ალექსანდრე მაყაშვილმა, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თინათინ ბერიაშვილმა, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დეა მეტრეველმა და პროექტის ხელმძღვანელმა ეკა ენუქიძემ ისაუბრეს.

„წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველო საპატიო სტუმრად არის მიწვეული. სწორედ ამიტომ, თბილისის მერიის მოწვევით, საქართველოში სტუმრად იმყოფება მარტინ პარი, რომელიც ჩვენი დედაქალაქის წარმდგენი იქნება. ის წიგნზე - City Book Tbilisi იმუშავებს, რომლის ტექსტის ავტორიც აკა მორჩილაძეა. Magnum Photos-ს ფარგლებში, 30 ნამუშევარი იქნება წარდგენილი, რომელზეც ცნობილი ფოტოგრაფები მუშაობენ. აღნიშნული ექსპოზიციები თბილისსა და თბილისის მერიას საჩუქრად გადმოეცემა და ის ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. პროექტი თბილისის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ირაკლი გვილავამ.

მარტინ პარი საქართველოში დედაქალაქის მერიის მოწვევით ჩამოვიდა. ფოტოები, რომელსაც ის თბილისში გადაიღებს, Magnum Photos-ს სხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ ფოტოებთან ერთად, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონში გამოიფინება.

ასევე, წიგნის - „თბილისი მარტინ პარის მიერ/City Book Tbilisi by Martin Parr“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ფოტოგრაფის მიერ თბილისში გადაღებული ფოტოების მიხედვით შეიქმნება და ერთ-ერთ ცნობილ გერმანულ გამომცემლობასთან - Prestel Publishing-თან თანამშრომლობით, მიუნჰენში გამოიცემა. მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერიას Magnum Photos საჩუქრად გადმოსცემს მთლიან ექსპოზიციას, რომლის ნახვაც ნებისმიერ დამთვალიერებელს, უკვე საქართველოს დედაქალაქში შეეძლება.

მარტინ პარიმ საერთაშორისო აღიარება ინოვაციური სახეებისა და სოციალური ფოტოგრაფიის მიმართ განსხვავებული მიდგომის, ასევე, დიდ ბრიტანეთში და მის საზღვრებს გარეთ ფოტოგრაფიის კულტურაში შეტანილი წვლილისთვის მოიპოვა. მის ნამუშევრებში დაკვირვების სიზუსტემ და ფერმა იგი 1980-იანი წლებიდან ყველაზე უფრო წარმატებული და პოპულარული ფოტოგრაფების სიაში მოახვედრა, რის შედეგადაც, ის სააგენტო Magnum Photos-ს მთავარი წევრი გახდა.

თემები, რომლებსაც მარტინ პარი ირჩევს, სხვა ფოტოგრაფებისგან იმ ნიშნით გამოარჩევს, რომ მისი შემოქმედება განგრძობით სერიებს მოიცავს. მისი უჩვეულო სტრატეგიის ნაწილია ერთი და იმავე ფოტოების გამოქვეყნება სხვადასხვა კონტექსტში, გამოფენებზე, ხელოვნების წიგნებში. ამ მიდგომის, მისი სტილისა და თემების არჩევანის წყალობით, ის უკვე დიდი ხანია მისაბაძი მაგალითია ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის.

Magnum Photos ფოტოგრაფიული კოოპერატივია, რომელიც თავად წევრ ფოტოგრაფებს ეკუთვნის. ძლიერი ინდივიდუალური ხედვით, „მაგნუმის“ ფოტოგრაფები აღწერენ მსოფლიოს და განმარტავენ მსოფლიო ხალხებს, მოვლენებს, პიროვნებებსა და პრობლემებს. ოთხი სარედაქციო ოფისით ნიუ იორკში, ლონდონში, პარიზსა და ტოკიოში და 15 ქვესააგენტოს ქსელით, Magnum Photos ფოტოებით ამარაგებს პრესას, გამომცემლებს, სარეკლამო სფეროს, ტელევიზიას, გალერეებსა და მუზეუმებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნული სააგენტოს ბიბლიოთეკა ცოცხალი არქივია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მიწოდებული ნამუშევრებით ყოველდღიურად ახლდება.

პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მხარდამჭერები ასევე, არიან: „თიბისი ბანკი“, Magnum Photos, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და „საქართველოს ავიახაზები“.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა