წიგნების ცნობილმა ინდუსტრიამ Rare Bird Books პირველად გამოსცა ქართველი მწერლის კრებული. პრეზენტაცია
წინანდალში გაიმართა.
დათო მაღრაძის წიგნში შესულია სხვადასხვა პერიოდის ლექსები და ორი პოემა, „ჯაკომო პონტი“ და „შენთვის“. წიგნის გავრცელებას ამერიკის 50 შტატში ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია Publishers Group West უზრუნველჰყოფს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ გამომცემლობის პრეზიდენტი, ბატონი ტაისონ კორნელი და აღმასრულებელი რედაქტორი, ბატონი გაი ინტოჩი.
გამომცემლების თქმით, მაღრაძის ნამუშევარი თანამედროვე პოეზიის შედევრია და მათი მოლოდინით აშშ-ში პოეზიის მოყვარულთათვის სასიამოვნო სიურპრიზი იქნება.
„ჩვენთვის დიდი პატივია დღეს ამ ისტორიულ ადგილას ყოფნა და იმ მდიდარი კულტურული ტრადიციის გაგრძელებაში მონაწილეობის მიღება, რომელიც აქ მრავალი წელია არსებობს. მადლობელი ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ვეზიაროთ სერიოზულ პოეზიას, რომელიც სცდება დროისა და სიცრცის საზღვრებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავიტანოთ ეს პოეზია ამერიკაში და ხელი შევუწყოთ მის პოპულარიზაციას.“ - განაცხადა ტაისონ კორნელიმ. კრებული ავტორთან ერთად შეერთბეულ შტატებში იმოგზაურებს. საპრეზენტაციო ტური ამერიკის თითქმის ყველა შტატს მოიცავს.
დავით მაღრაძემ და ამერიკული გამომცემლობის წარმომადგენლებმა შესაბამის მემორანდუმს ხელი წინანდალში, დამსწრე საზოგადოების წინაშე, მოაწერეს.
„Rare Bird Books”, რომელმაც კრებული გამოსცა, წელიწადში დაახლოებით 50-მდე სხვადასხვა ფორმატის პუბლიკაციას უშვებს, თანამშრომლობს გამორჩეულ ”Rare Bird Books“-თან თანამშრომლობას კომპანია „სილქნეტი“ და „წინანდალის ფონდი“ იწყებს. ერთობლივი პროექტი ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის თანადგომით ჩამოყალიბდა, რომლის მიზანია ნიჭიერი ქართველი ხელოვანების შემოქმედების პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში.
"სილქ როუდ ჯგუფის" მიერ დაფუძნებული „წინანდლის საქველმოქმედო ფონდის“ მისიაა კავკასიის რეგიონში მშვიდობის, ერთიანობის და კეთილდღეობის ხელშეწყობა ხელოვნების საშუალებით, ისევე, როგორც ქართული კულტურის პოპულარიზაცია მსოფლიოს მასშტაბით.

















