საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში,
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ფლანდრიის პარლამენტმა ბელგიაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკეების დავით ხმალაძისა და დავით ნათიძის გამოფენას უმასპინძლა.
გამოფენა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენელმა ევროკავშირში, ნატალი საბანაძემ გახსნა. ელჩმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას ბელგია-საქართველოს კულტურული ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.

















