„ქოლგა თბილისი ფოტო“ ფესტივალს დღეს, 4 მაისს არტ არეა უმასპინძლებს. საერთაშორისო ფოტოკვირეული
საუკეთესო ფოტოების ჩვენებით და გამარჯვებულების დაჯილდოებით დაიწყება და 11 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
წელს ფოტოკონკურსი შემდეგ ნომინაციებში გამოცხადდება: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი, მობილური სერია და მობილური ერთი კადრი.
ქოლგა თბილისი ფოტოს გენერალური სპონსორია „თიბისი“.
ფესტივალი 20:00 საათზე გაიხსნება.

















