logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეროვნულ ბიბლიოთეკაში მაია მარგოშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში მაია მარგოშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
19:56 01.05.2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით ქისტი მწერლისა და პოეტის, მაია მარგოშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

კრებულში, სახელწოდებით „თეთრი ღამეების კავკასიური სონატა“, შესულია ავტორის ლექსები და ნოველები და ილუსტრირებული ცნობილი ჩეჩენი მხატვრის რუსლან ხასხანოვის ტილოებით.

ავტორის თქმით, წიგნზე მუშაობისას მისი მთავარი მიზანი ქართველი და ქისტი ხალხის ძმობისა და მეგობრობის ხაზგასმა იყო.

„ჩემი ნოველები რეალური ისტორიებია. ღმერთისგან ბოძებულ ფენომენში - სიცოცხლეში, ადამიანური ურთიერთობები მთავარია და სწორედ ამ ურთიერთობათა სითბომ და მუხტმა განაპირობა წერის დაწყება.

„არ ვიცი როგორ მიიღებს საზოგადოება ჩემს ნაწერებს, მაგრამ ძალიან მინდა, რომ ეს ყველაფერი თერაპიასავით მოერგოთ ადამიანებს, რომელთაც რაღაც სტკივათ. ჩემი მთავარი მესიჯი ქართველებისა და ქისტების თანადგომაა ჭირშიც და ლხინშიც,“ - განაცხადა მაია მარგოშვილმა.

პრეზენტაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია დაესწრო, რომელმაც ღონისძიებას მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ კრებულით მკითხველი ძალიან ისიამოვნებს.

„აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურად იყო ჩართული. ძალიან მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების და მათ შორის ქისტების ტრადიციების, კულტურის განვითარება და დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ ამას ემსახურება. კიდევ ერთხელ გავეცანით ქისტი ხალხის უნიკალურ შემოქმედებას,“ - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ.

პრეზენტაციას დაესწრნენ ქისტი უხუცესები, ქართველი და ქისტი საზოგადო მოღვაწეები, პოეტები, მწერლები, სტუმრები სანქტ-პეტერბურგიდან. საღამო მექა ხანგოშვილს მიჰყავდა. ქისტმა სტუდენტებმა წარმოადგინეს ერთ-ერთ ნოველა, წაიკითხეს ავტორის ლექსები. შესრულდა მუსიკალური ნომრები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა