თიბისი გალერეაში დღეს ქართველი ხელოვანის, ოლესია თავაძის გამოფენა - „ჩემი რობერტ ფროსტი“
გაიხსნება.
გამოფენის ფარგლებში 50-ზე მეტი გრაფიკული ნამუშევრის სერია იქნება წარმოდგენილი, რომლებიც ამერიკელი პოეტ-ფილოსოფოსის - რობერტ ფროსტის პოეტური ნაწარმოებების ილუსტრაციებს წარმოადგენს.
ასევე გამოფენაზე ამავე სახელწოდების ალბომის პრეზენტაცია შედგება.
გამოფენა 18:00 საათზე გაიხსნება.

















