logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისში თანამედროვე კამერული მუსიკის ფესტივალი „ხელოვნება განათლებისთვის“ მიმდინარეობს
თბილისში თანამედროვე კამერული მუსიკის ფესტივალი „ხელოვნება განათლებისთვის“ მიმდინარეობს
21:41 09.03.2018
თბილისში მუსიკალური ფესტივალი - “ხელოვნება განათლებისთვის“ მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორები სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები - მარიამ მაჩაიძე (ვიოლინო - ჯულიარდის სკოლა, აშშ) და ქეთევან ტიღაშვილი (ჰობოი - მიუნხენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტი, გერმანია) არიან.
ფესტივალში მონაწილეობას აგრეთვე მიიღებენ ესტონეთის, იტალიის, ინგლისის, უკრაინისა და კორეის რესპუბლიკის წარმომადგენლები - სუან ო - ვიოლინო, ლილია ტიმჩიშენი - ალტი, იოჰანეს ველია - ჩელო, მატეო გობინი - ფორტეპიანო. პროექტი შედგება მასტერკლასებისა და კონცერტებისგან ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეებისთვის, კონსერვატორიის სტუდენტებისა და ფართო საზოგადოებისთვის. პროექტის მიზანია, საქართველოში ინსტრუმენტალური მუსიკის განვითარება, მომავალი თაობის, ახალგაზრდების მოზიდვა და კლასიკური მუსიკით დაინტერესება. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:

9, 10, 11 მარტი, 13:00 საათი - მასტერკლასები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში;

13 მარტი, 20:00 საათი- კონცერტი ( საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, გუდიაშვილის ქუჩა 7);

14 მარტი, 19:00 საათი - კონცერტი ( “კამარა” ოქროყანის ქუჩა 17);

15 მარტი 20:30 საათი - კონცერტი ( „ფაბრიკა“, ნინოშვილის 8;

16 მარტი 18:00 საათი – კონცერტი (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი, გრიბოედოვის ქუჩა 8/10);

აღნიშნული პროექტი სსიპ განათლების საერთაშორის ცენტრის მიერ გამოცხადებული „კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო კონკურსის“ გამარჯვებული პროექტია ( სულ 4 პროექტი დააფინანსა ცენტრმა). „კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო კონკურსის“ მიზანია, ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების კურსდამთავრებულთა ინტელექტუალური რესურსის გამოყენება ქვეყნის სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების საქმეში.
განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და 2014-17 წლებში 500 - ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს. ცენტრის მიზანია სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრი იძლევა შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მიიღონ საუკეთესო განათლება და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ მიღებული ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში განაგრძონ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა