გალერია თბილისში მხატვარ შოთა საგანილიძის მიერ ქალის თემაზე შექმნილი ნახატები დეკორაციის სახით
გამოიფინა. ნამუშევრებზე, რომელიც სავაჭრო ცენტრის ატრიუმშია ინსტალირებული, ქართული დამწერლობის გამოყენებით ქალის პორტრეტები და ორნამენტებია გამოსახული. სპეციალურად ქალების დღესასწაულებისთვის შექმნილი დეკორაცია სავაჭრო ცენტრში მთელი მარტის განმავლობაში განთავსდება. შოთა საგანელიძე თანამედროვე ქართველი მხატვარი კალიგრაფია, რომელიც ქართული ანბანის გამოყენებით ქმნის ფერწერულ და კერამიკულ ნამუშევრებს.

















