საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, მუნიციპალიტეტის
ხელმძღვანელობის, გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებითა და დახმარებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ინიცირებული პროექტის ,,მრავალფეროვანი საქართველო'' ფარგლებში გაიმართა ღონისძიება - კონცერტი, სადაც სომეხი და ქართველი მწერლების საიუბილეო თარიღების მიხედვით მკითხველთან ინტერაქციის რეჟიმით დიალოგი, ასევე სომხურ ენაზე გამოცემული წიგნების პრეზენტაცია გამართეს.
კონცერტში საქართველოს სომეხთა ეპარქიის ,,ჰაიარტუნ" კულტურულ - საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის, ერევნიდან ჩამოსული და ადგილობრივი ახალგაზრდა მუსიკოსები მონაწილეობდნენ. ბოლოს სკოლებსა და ბიბლიოთეკებს სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადასცეს საჩუქრად.

















