საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სომეხთა კავშირის შეთანხმებით, ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით და მხარდაჭერით "მრავალფეროვანი საქართველოს" ფარგლებში, ნინოწმინდის კულტურის ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობის დასწრებით კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში თბილისიდან ჩამოსული ანსამბლები "ვანი" და "ჯეირანი", მომღერლები და ნინოწმინდის კულტურის ცენტრის ანსამბლები მონაწილეობდნენ.

















