ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და მხარდაჭერით შემოქმედებითმა
გაერთიანებამ ,,ეროვნული იმპერატივი " და ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმჭიფო თეატრმა ნინოწმინდის კულტურის ცენტრის სცენაზე ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წლის ფარგლებში სპეციალური გამოფენა და ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ სპექტაკლი ,,საუკუნის მკვლელობა" წარმოადგინა.
სპექტაკლის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი გიორგი სავანელია.

















