ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის მიერ (უფროსი ჟორა სნხჩიან)
ნინოწმინდის კულტურის ცენტრში ოთხდღიანი გამოფენა სახელწოდებით ,,მარჯვე ხელები“ გაიხსნა.
ფესტივალზე მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლიდან და ნინოწმინდიდან წარმოდგენილია დაახლოებით 200 -ზე მეტი სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნამუშავარი. მათგან გამგეობის კულტურის სამსახურში შექმნილი სპეციალური ჟიური ექვს საუკეთესოს შეარჩევს, რომელთა ავტორებიც ფასიანი საჩუქრებით, დიპლომებითა და საპატიო სიგელით დაჯილდოვდებიან.

















