logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლონდონში გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილე აღინიშნა
ლონდონში გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილე აღინიშნა
18:11 20.11.2017
ლონდონში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თანა-ორგანიზებით, აზიის სახლმა გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილეს უმასპინძლა.

ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს დიდი ქართველი პოეტის შემოქმედება და ცხოვრება გააცნეს.

ღონისძიებას გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრები, ბრიტანული კულტურისა და ლიტერატურული წრეების წარმომადგენლები, უცხოელი დიპლომატები და ლონდონში საქართველოს დიასპორის წევრები დაესწრნენ.

ლექცია გალაკტიონის ტაბიძის შესახებ პროფესორმა ინესა მერაბიშვილმა წაიკითხა, ასევე მოხდა მისი წიგნის "აღმოაჩინე გალაკტიონი" პრეზენტაცია, მასში თავმოყრილია პოეტის ლექსების ინგლისურენოვანი თარგმანი.

საღამოს ფარგლებში, ინესა მერაბიშვილმა ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა გაერთიანების სპეციალური ჯილდო "ოქროს ფრთა" გადასცა ბრიტანელ პოეტსა დადრამატურგს ლორდ დომინიკ მერევორსს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ლორდი მერევორსი იყო ლონდონში გალაკტიონ ტაბიძის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოს ინიციატორი, რომელიც ქენინგ ჰაუზში პირველად 2012 წელს გაიმართა.

გალაკტიონ ტაბიძის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება აზიის სახლის ხელოვნების განყოფილების ხელმძღვანელმა პამელა კემბერმა გახსნა, რომელმაც ქართულ მხარესთან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. საქართველოს ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის სახელით სტუმრებს საელჩოს მრჩეველი ნელი შიოლაშვილი მიესალმა და მადლობაგადაუხადა აზიის სახლს ღონისძიების თანა-ორგანიზებისთვის. ლექციის შემდეგ საელჩო სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა