logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიამ ჯაში ამერიკელ რეჟისორს, დევიდ ლინჩს შეხვდა
მარიამ ჯაში ამერიკელ რეჟისორს, დევიდ ლინჩს შეხვდა
17:11 19.11.2017
საქართველოს პარლამენტს დღეს ოფიციალური ვიზიტით ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი და დევიდ ლინჩის ფონდის (DLF) დელეგაციის წევრები ესტუმრნენ. სტუმრებს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა და კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე ქანთარიამ უმასპინძლეს. შეხვერდას ესწრებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

მასპინძლებმა სტუმრებს ქართული კინოს ისტორია გააცნეს. მათ, ასევე, ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომელიც არსებობს რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისა და სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების ბაზაზე და რომელიც, პირველ ეტაპზე, შეიძლება გამოყენებული იქნას ახალი სკოლის დაფუძნების თვალსაზრისით.

„ასევე, შეიძლება იყოს საუბარი ერთობლივ კინოპროდუქციებსა და კინოფესტივალებზე, რომელიც კინოინდუსტრიის გაგრძელება იქნება. ის TM-ტექნიკა, რომელიც გამოიყენება, ასევე იქნება გათვალისწინებული პროგრამული მიმართულებებით“, -აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მარიამ ჯაშის ინფორმაციით, დევიდ ლინჩის ფონდი 35-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს. მისი თქმით, დევიდ ლინჩის ფონდი სხვადასხვა ქვეყანაში ფსიქოსოციალური პროგრამით ეხმარება ომის ვეტერანებსა და საგზაო მოძრაობის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.
„უდიდესი ამერიკელი რეჟისორის სურვილია, საქართველოში დაფუძნდეს საერთაშორისო კინოუნივერსიტეტი. ჯერ მხოლოდ კონცეფციის დონეზეა ამ საკითხის განხილვა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სურვილი სულ მალე რეალობად იქცევა“, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში სტუმრებისთვის დაგეგმილია ანსამბლ „ერისიონის“ საგანგებო სარეპეტიციო ჩვენება, ქართული ღვინის დაგემოვნება, ქართული სამზარეულოს გაცნობა. „ჩემთვის, როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის თავმჯდომარისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მოკლე ვიზიტის პერიოდში დევიდ ლინჩი მაქსიმალურად გაეცნოს ქართულ კულტურას, ჩვენს ტრადიციებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ვიზიტის შემდეგ უდიდესი ამერიკელი რეჟისორი გახდება საქართველოს ერთგვარი ელჩი ჰოლივუდში“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა