საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში დღეს, ქართველი პიანისტის, ჯულიარდის სკოლის წარმატებული მოსწავლის დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართება.
სამინისტროს ინფორმაციით, მუსიკოსმა მასტერკლასები თელავში, რუსთავსა და გორში უკვე ჩაატარა. მასტერკლასებში მონაწილე თხუთმეტივე მოსწავლე კულტურის სამინისტროში საპატიო სიგელით დაჯილდოვდება.
დღევანდელი კონცერტი სამინისტროს იმ პროექტის ფარგლებში იმართება, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პროფესიონალი მუსიკოსების მასტერკლასების ორგანიზებას გულისხმობს.
პროექტის მიზანი რეგიონების მუსიკალურ სასწავლებლებში პროფესიული დონის ამაღლება და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა.
პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ეგიდით ხორციელდება.
პიანისტ დავით ალადაშვილი მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო ფესტივალში აქვს მიღებული.

















