ცნობილი სერბი კინო-რეჟისორი ემირ კუსტურიცა აფხაზეთის ,,კეთილი ნების ელჩი" გახდა.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას „სპუტნიკ აფხაზია“ ავრცელებს.
როგორც სტატიაში წერია, რეჟისორმა მედალი და სერტიფიკატი მოსკოვში მიიღო.
აღსანიშნავია, რომ კუსტურიცამ აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების მიქცევას დაუჭირა მხარი.
„მე, როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩი მხარს ვუჭერ აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების მოწოდებას. აფახაზეთში მდებარე ძველი ქრისტიანული ტაძრები შენარჩუნებული უნდა იყოს და მომავალმა თაობებმა ისინი უნდა ნახოს. აფახაზეთი მსოფლიო ქრისტიანობის უძველესი ცენტრია და მსოფლიო თანამეგობრობამ არ უნდა უგულებელყოს აფხაზეთში კულტურული ძეგლების განადგურება“- განაცხადა რეჟისორმა.

















