თბილისში ათონელის თეატრში, ბავშვთა და მოზარდთა მე-9 თეატრალური ფესტივალი „მაჩაბელა“ გაიმართა.
ხულოს რაიონის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფესტივალში ქვეყნის მასშტაბით 15 კოლექტივი, მათ შორის ხულოს თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა ბავშვთა თეატრალური სტუდია „იასამანი“ მონაწილეობდა. ფესტივალზე „იასამანმა“ რამაზ ბოლქვაძისა და ვახო გიგინეიშვილის რეჟისორობით, მანანა არონაშვილის სპექტაკლი „პანტიპო“ წარმოადგინა. ხულოს თეატრალური დასის მიერ წარმოადგენილმა სპექტაკლმა ფესტივალზე განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რისთვისაც საუკეთესო სპექტაკლის წოდება მიიღო და გრანპრით დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ ხულოს თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა ბავშვთა თეატრალური სტუდია, სახელოვნებო სკოლის ბაზაზე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა.

















