logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქობაირის მონასტრის რესტავრაციის პროცესში ქართველი ექსპერტები ჩაერთვნენ
ქობაირის მონასტრის რესტავრაციის პროცესში ქართველი ექსპერტები ჩაერთვნენ
17:21 20.10.2017
ქობაირის მონასტრის რესტავრაციის პროცესში, მეთოდოლოგიისა და მიდგომების საკითხებს სომეხ ექსპერტებთან ერთად, ქართველი სპეციალისტებიც შეიმუშავებენ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორებისა და ხელოვნებათმცოდნეების სამუშაო ჯგუფი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მონახულების მიზნით, სომხეთში იმყოფებოდნენ.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქობაირის მონასტრის სატრაპეზოს კედლის აღდგენის პროცესის მონახულებისას, 2 ქვეყნის რესტავრატორებმა განსაზღვრეს ტაძრის სარეაბილიტაციო უბნის საფასადო წყობასთან დაკავშირებული მიმართულება, რომელიც ქვის წყობის ფორმებსა და დეტალებს მოიცავს. სომეხმა ექსპერტებმა ქართველი კოლეგების წინადადებები გაიზიარეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორების შეფასებით, მონასტრის რესტავრაცია დადგენილი ნორმების ფარგლებში ხორციელდება. ფიზიკური სამუშაოები ქობაირის მონასტერზე სომხეთის მხარემ 2015 წელს დაიწყო, რომლის მიმდინარეობისას უკვე აღდგა ეკლესიის სამრეკლო.

ქობაირის მონასტრის რეაბილიტაციის პროექტში, ქართველი არქიტექტორ-რესტავრატორებისა და ხელოვნებათმცოდნეების ჩართვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2015 წელს გაფორმებული თანამშომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. სამუშაო მისიის შესახებ, საბოლოო შეთანხმებას კი მხარეებმა 2017 წლის 21 სექტემბერს, ქ. ერევანში, საქართველოსა და სომხეთის კულტურის მინისტრების შეხვედრაზე მიაღწიეს. ქართულ - სომხური სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა, 2018 წელს, უკვე თბილისში შედგება. ვიზიტის კონკრეტულ თარიღს მხარეები მოგვიანებით შეათანხმებენ.
ქობაირის მონასტერი დებედას ხეობაში, დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და ის მე-12 საუკუნით თარიღდება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა