logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეროვნულ გალერეაში ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრები გამოიფინება
ეროვნულ გალერეაში ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრები გამოიფინება
17:02 29.09.2017
მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს დედაქალაქი ორ უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს, რომლებსაც აერთიანებთ სახელწოდება "უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე". გამოფენები გაიმართება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში (მის: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. 11) და ღია იქნება მნახველისთვის 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით.
გამოფენები, რომელთა კოორდინატორია იტალიის საელჩო საქართველოში, ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ეს ინსტიტუციებია: იტალიის მხრიდან - საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, უცხოეთში იტალიური კომპანიების ხელშეწყობის სააგენტო (ICE); საქართველოს მხრიდან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეროვნული მუზეუმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის პროექტი Check-in-Georgia.
იტალიის საელჩოს ინფორმაციით, გამოფენა "Venus pudica" განხორციელებულია ტურინის სამეფო მუზეუმებთან და კულტურულ ასოციაცია "მეტამორფოზისთან" თანამშრომლობით. გამოფენილი იქნება ტურინის გალერეა საბაუდაში დაცული "ვენერა", რომელიც შექმნა რენესანსის ეპოქისა და ფლორენციული ჰუმანიზმის ბრწყინვალე წარმომადგენელმა და გენიალურმა მხატვარმა სანდრო ბოტიჩელიმ.
Rai.Com-ის მიერ ჩაფიქრებული და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული გამოფენა "Opera omnia", აერთიანებს შუქ-ჩრდილების ოსტატის, კარავაჯოს 40 შედევრის რეალური ზომების მქონე და მაღალი რეზოლუციის ციფრულ რეპროდუქციებს.
გამოფენების ოფიციალურ გახსნას, რომელიც გაიმართება 2017 წლის 4 ოქტომბერს 19:00სთ-ზე, დაესწრება იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მოადგილე ივან სკალფაროტო და იტალიელ მეწარმეთა დელეგაცია, რომლებიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. ეს ვიზიტი იმართება 2017 წლის 3-5 ოქტომბერს და მასში მონაწილეობენ ინფრაქტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტელეკომუნიკაციებისა და ტურიზმის დარგებში მომუშავე 30-ზე მეტი უმსხვილესი იტალიური კომპანიის წარმომადგენლები. 4 ოქტომბერი ბიზნეს-ფორუმს მიეძღვნება: ჩატარდება სამუშაო შეხვედრები შესაბამისი სამინისტროებისა და სახელმწიფო სააგენტოების წარმომადგენლებთან და გაიმართება გაცნობითი ხასიათის შეხვედრები იტალიურ კომპანიებსა და მათ პოტენციურ ქართველ პარტნიორებს შორის.
გამოფენების გახსნასთან დაკავშირებით, 2017 წლის 2 ოქტომბერს, ორშაბათს, 11:00სთ-ზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში (მის: ა. ფურცელაძის ქ. 1) დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, იტალიის ელჩი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი. პრესკონფერენციის დასრულების შემდგომ, დაგეგმილია გამოფენებისთვის მზადების პროცესის გადაღება დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა