ქართული ჩრდილების თეატრი თეირანის მობარაქის თოჯინების თეატრების მე–14 საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოში ირანის საელჩოდან აცნობეს, ფესტივალზე ჩრდილების თეატრი ორ სპექტაკლს - "წელიწადის ოთხი დრო" და " რა საოცარი დღეა" წარადგენს.
საელჩოს ინფორმაციით, ჩრდილების თეატრის დასის ერთ–ერთი ხელმძღვანელი ქეთევან ჭიტაძე ირანში გამგზავრებამდე კულტურის საკითხებში ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურის მრჩეველს ეჰსან ხაზაის შეხვდა.
აღნიშნულ შეხვედრაზე ეჰსან ხაზაიმ თეატრალურ ფესტივალებში ორი ქვეყნის თეატრალური დასების მონაწილეობას მნიშვნელოვანი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში, ორი ქვეყნის შემოქმედებითი ჯგუფები ერთობლივ სპექტაკლებსაც წარადგენენ.
თეირანის თოჯინების თეატრების მე-14 საერთაშორისო ფესტივალში ასევე, ბელორუსის, იტალიის, სამხრეთ კორეის, ავღანეთის, ინდოეთის, გერმანიისა და თურქეთის თეატრალური ჯგუფები მონაწილეობენ.

















