კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ნიკოლოზ რურუა ხვალ თბილისის კამერულ ორკესტრს "საქართველოს სინფონიეტას" ახალ ინსტრუმენტებს გადასცემს.
ინფორმაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, "საქართველოს სინფონიეტა" ამიერკავკასიაში პირველი კოლექტივი იქნება, რომელიც ბაროკოსდროინდელი საკრავებით აღიჭურვება და ბაროკოს მუსიკის აუთენტური ჟღერადობით შესრულებას შესაძლებელს გახდის. პირველად საქართველოში ქართველი მუსიკოსები ნაწარმოებებს მათი მეშვეობით შეასრულებენ.
ღონისძიებას ორკესტრის წევრები, მუსიკოსები, მუსიკალური საზოგადოება და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. პრეზენტაციის დასასრულს მოწვეული სტუმრებისათვის "სინფონიეტა" მოცარტის ერთ-ერთ ადრეული სიმფონიას და ვივალდის – უვერტიურა "ოლიმპიადას" შეასრულებს.

















