ბრიტანელი როკ და პოპ-ვარსკვლავის, ელტონ ჯონის მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილი კონცერტები, რომლებიც „ბლექ სი არენაზე“ უნდა გამართულიყო, აღარ ჩატარდება.
ამის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს გაკეთდა.
მომღერალი საქართველოს, სავარაუდოდ, მომავალ წელს ეწვევა და კონცერტებს 30 ივნისსა და 1 ივლისს გამართავს.
კონცერტის გადადების მიზეზი, როგორც ცნობილია, ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომელსაც ხელი აქვს დაზიანებული.
რაც შეეხება ბილეთებს, მაყურებლები, რომლებსაც 16 სექტემბრის ბილეთები აქვთ, ელტონ ჯონის კონცერტს 2018 წლის 30 ივნისს დაესწრებიან, 17 სექტემბრის ბილეთებით კი ისინი კონცერტის ნახვას მომავალი წლის 1 ივლისს შეძლებენ.
ბილეთების დაბრუნებას მსურველები 20 სექტებრიდან შეძლებენ.
მომავალი წლის ბილეთების გაყიდვა ასევე 20 სექტემბრიდან დაიწყება.

















