logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნიქოზში ანიმაციური ფილმის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება
ნიქოზში ანიმაციური ფილმის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება
16:49 30.08.2017
მიმდინარე წლის 1-7 სექტემბერს, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში, გაიმართება რიგით მე-7 ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი”, რომელსაც პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ წარმომადგენლები დაესწრებიან და დაინტერესებულ პირებს პროგრამის დეტალებსა და მექანიზმებს გააცნობენ.

ფესტივალმა, რომელიც 2011 წლიდან ტარდება, დიდი პოპულარობა მოიპოვა ანიმაციის სამყაროში და ისეთი მაღალი დონის სტუდიების და ფესტივალების დაინტერესება გამოიწვია, როგორებიცაა დრეზდენის, სუზდალის, ლაიფციგის და ანესის ანიმაციის ფესტივალები.

გერმანია-საქართველოს მეგობრობის წელთან დაკავშირებით, ნიქოზის მე-7 ფესტივალის მთავარი თემაც გერმანიაა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორ-ანიმატორები და ცნობილი ანიმაციური ფესტივალების ფილმები მიიღებენ მონაწილეობას. სწორედ ამ მიზნით ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გახსნის პირველ დღეს, კერძოდ 1 სექტემბერს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენელი კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს გააცნობს პროგრამის მექანიზმებს, რადგან პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ საქართველოში გაწეული ე.წ კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე პროდიუსერებისათვის ანაზღაურებას გულისხმობს და მიზნად ისახავს ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას, საერთაშორისო კინომწარმოებლების მოზიდვასა და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების ცენტრად ქცევას.

ნიქოზის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიისა და კინოცენტრი „ქართული ფილმი აფხაზეთის“ ინიციატივით ტარდება.

2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართვლოში“ მიერ პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის კუთხით ხორციელდება რიგი ღონისძიებები მათ შორის ე.წ Road Show-ები, რისი მეშვეობითაც ხდება საერთაშორისო პროდიუსერებისათვის ინფორმაციის ამომწურავად გაცნობა, მხარეებისათვის გადასაღები ლოკაციების შეთავაზება და კინოწარმოებასთან დაკავშირებით ქვეყნის პოტენციალის სრულად წარმოჩენა.

აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში უკვე დასრულებულია 6 პროექტი, ხოლო დამატებით ორი ფილმის გადაღება მალე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რვა პროექტის შედეგად საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია 13 000 000 ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი 1600 ადგილობრივს შეადგენს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა