logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ინტერვიუ ანალიტიკოს იანუშ ბუგაისკთან: მაიკ პენსის ვიზიტი იმის გზავნილია, რომ საქართველო რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშეს წარმოადგენს
ინტერვიუ ანალიტიკოს იანუშ ბუგაისკთან: მაიკ პენსის ვიზიტი იმის გზავნილია, რომ საქართველო რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშეს წარმოადგენს
10:54 17.07.2017
ამერიკული რადიოსადგურის „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტმა ვაშინგტონში ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი და ვეტერანი ანალიტიკოსი იანუშ ბუგაისკი ჩაწერა.


საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს იანუშ ბუგაისკისთან:


- რას ეუბნება ამერიკა საქართველოს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თბილისში ჩასვლით?


- ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. საქართველო რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება, რომელიც ამერიკისათვის მნიშვნელოვანი [პარტნიორია]. საქართველოს მისწრაფებებს, შეუერთდეს ნატოს, დასავლეთში სერიოზულად აღიქვამენ, იმის მიუხედავად, რომ ინტეგრაცია, შესაძლოა, ხანგრძლივი პროცესი იყოს. [მაიკ პენსის სტუმრობა] გზავნილია რუსეთისთვისაც, რომ შეერთებულ შტატებს თბილისისაგან დისტანცირებაზე არ უფიქრია და რომ რუსეთს ქვეყნის დანაწევრების უფლებას არ მისცემს. ამგვარად, მიმაჩნია, რომ ვიზიტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მნიშვნელოვანია უკრაინისთვისაც. იმედია, მაიკ პენსის სტუმრობას მნიშვნელოვანი განცხადებები და შესაძლო ახალი ინიციატივები მოჰყვება, რომელიც საქართელოს ნატოსკენ სვლას გაუადვილებს.

- როგორ აფასებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მთავრობას, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას, კანონის უზენაესობასა და მედიის თავისუფლებას?


- საქართველო აღიარებული ლეგიტიმური მთავრობების ციკლს გადის. შემდეგ მთავრობა იწყებს მოქმედებას, მათ შორის, ასწორებს კონსტიტუციას და ზეწოლის ქვეშ აქცევს მედიას, რაც მის მიმართ ოპოზიციურ განწყობებს წარმოშობს. ამგვარად, მიმდინარე მოვლენებს ხსენებული ციკლის ნაწილად ვხედავ. მაგრამ საქართველოს სამოქალაქო სისტემა, საქართველოს ოპოზიცია საკმარისად ძლიერია, რათა გაუმკლავდეს მთავრობის ნებისმიერ მცდელობას, შექმნას ერთპარტიული მმართველობა. პერსპექტივაში, საქართველოს მიმართ იმედიანად ვარ განწყობილი. თუმცა დრო და დრო წარმოიქმნება მღელვარება, რომელსაც რუსეთი, რა თქმა უნდა, სათავისოდ იყენებს. რუსეთს საქართველოს პოლიტიკური სისტემის არევა სურს, რათა ის ნატოში შესასვლელად მზად არ იყოს.

- პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ევროპაში ვიზიტის შემდეგ დარწმუნდნენ თუ არა აღმოსავლეთევროპელები შეერთებული შტატების მხარდაჭერაში?


- უნდა დარწმუნებულიყვნენ. ჯერ ერთი, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ნატოს [წესდების] მეხუთე პუნქტი მნიშვნელოვანია, როგორც [უსაფრთხოების] გარანტი. მეორეც, მისი განცხადება, რომ რუსეთი უკრაინისა და სხვა ტერიტორიების დესტაბილიზაციას ეწევა, ძლიერი გზავნილია, რომ შეერთებული შტატები და ნატო რუსეთის ქმედებებს სერიოზულად მოეკიდება. და მესამე: ვარშავაში თორმეტი ქვეყნის მეთაურის შეხვედრა შედგა. ეს იყო ცენტრალური ევროპა-სამი ზღვის ინიციატივის სამიტი, სადაც პრეზიდენტი ტრამპი პუტინთან შეხვედრამდე ამ ქვეყნების ლიდერებს ესაუბრა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმაზე, რომ აღმოსავლეთი ევროპისათვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა აშშ-ის ადმინისტრაციის პრიორიტეტია.
(...)

- 2016 წელს, სტატიაში სახელმწოდებით „შავი ზღვის სავალდებულო საკითხები“ (“Black Sea Imperatives”) თქვენ დაწერეთ: „შავ ზღვაზე კონტროლის აღდგენა რუსეთის საერთაშორისო ძალაუფლების აღდგენის რევიზიონისტული ამბიციის საფუძველში დევს.“ რუსეთი ყირიმში სამხედრო ინფრასტრუქტურას აშენებს. რა გავლენას მოახდენს ეს ფაქტი რეგიონურ უსაფრთხოებასა და უკრაინის შანსებზე, დაიბრუნოს ნახევარკუნძული...



- რუსეთის მიერ ყირიმის კონტროლი და მილიტარიზაცია შავ ზღვაზე რუსეთის ინტერესების გამტკიცებას ემსახურება. ამ ქმედებების შედეგად, შავი ზღვა უფრო მეტად ემსგავსება რუსულ ტბას, ისე, როგორც ეს საბჭოეთის დროს იყო. ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანია, ხელი შეეშალოს რეგიონის მილიტარიზაციას და რუსეთი ყირიმიდან განიდევნოს. თუ ყირიმი მოსკოვის ხელში დარჩება, ის მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას გამიწვევს.



წყარო: «Radio Voice of America»


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა