logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
«Region Plus»(აზერბაიჯანი): რეგიონის დეტონატორი? ინტერვიუ სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიასთან
«Region Plus»(აზერბაიჯანი): რეგიონის დეტონატორი? ინტერვიუ სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიასთან
11:13 10.07.2017
აქვს თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა და თუ ეს მოხდება, როგორ შეიცვლება გეოპოლიტიკური სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში, ამის შესახებ ჟურნალის კორესპონდენტი ჯეიჰუნ ნაჯაფოვი ესაუბრება საქართველოს პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, სამხედრო ანალიტიკოსს ვახტანგ მაისაიას.

ინტერვიუში ყურადღება ეთმობა თბილისში გამართულ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას და მის მნიშვნელობას საქართველოსთვის: „მაისის თვეში თბილისში გამართულ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მიიღეს დეკლარაცია საქართველოს ნატოში გაწევრიანების სწრაფვის მხარდაჭერის თაობაზე. მასში დაფიქსირებულია, რომ საქართველომ უნდა გაიაროს „მაპ“-ის პროცესი, თუმცა ვადები მითითებული არაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოს უთხრეს, რომ ნატოს წევრები, პრინციპში, თანახმა არიან მიღებაზე „მაპ“-ის მიხედვით, მაგრამ იმავდროულად, დოკუმენტში, ისევე როგორც ნატოს ბრიუსელის სამიტის (25-26 მაისი) გადაწყვეტილებებში, არაფერია ნათქვამი ნატოს გაფართოებაზე, რომლის გარეშეც ალიანსში საქართველოს და უკრაინის მიღება წარმოუდგენელია. შეიძლება ითქვას, რომ ამ ორი ღონისძიების შედეგებმა წინააღმდეგობრივი შთაბეჭდილებები დატოვა ევროატლანტიკური თანამშრომლობის შემდგომის პერსპექტივის კონტექსტში“, - ამბობს ვახტანგ მაისაია.

კითხვაზე, როგორია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია ნატოში გაწევრიანების საკითხთან მიმართებით და განსხვავდება თუ არა ის მიხეილ სააკაშვილის მთავრობის პოზიციისაგან, ანალიტიკოსი პასუხობს: „პრინციპში, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიცია არ განსხვავდება მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული მთავრობის საგარეოპოლიტიკური კურსისაგან დასავლური ორიენტაციისა და ნატოსთან (ევროკავშირთან) ინტეგრაციის საკითხში. დასავლური კურსისადმი ერთგულება ჯერ კიდევ პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს დადასტურდა. ამასთან, საქართველოს დასავლური კურსი იწვევს რუსეთთან კონფრონტაციას, რაც ძალზე რეალურ გარემოებად ითვლება“.

- რაში გამოიხატება ყველაზე ძირითადი პრობლემა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების გზაზე? ყოფილმა გენმდივანმა ანდრეს ფონ რასმუსენმა განაცხადა, რომ ორივე სახელმწიფომ გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა მიაღწიოს, რისთვისაც დიდი დროა საჭირო. რა კრიტერიუმებზეა ლაპარაკი?


- ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაციის გზაზე ბევრი ფაქტორი არსებობს - როგორც გეოპოლიტიკური ხასიათის, ასევე ინსტიტუციური განვითარების მხრივ. მნიშვნელოვანი ფაქტორია რუსეთის დამოკიდებულება: ნატოში არიან „სკეპტიკოსი ქვეყნები“, რომლებთაც რუსეთის გაღიზიანება არ სურთ და ამიტომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება უნდა გადაიდოსო. გარდა ამისა, არსებობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის კონტექსტში და მათი შესაძლო მიერთება რუსეთისადმი, ყირიმის მსგავსად. ამას ემატება არაფორმალური მოთხოვნა გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნისადმი, რომლის მიხედვით, მას მეზობელ ქვეყნებთან ყველა პოლიტიკური კონფლიქტი და სადაო ტერიტორიული პრობლემა მოგვარებული უნდა ჰქონდეს.

არსებობენ სხვა ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლიან ნატოში გაწევრიანებას: ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება, პოლიტიკურ ინსტიტუტთა არასრულყოფილი ხასიათი, პოლიტიკური კრიზისები, თავდაცვის სფეროში გატრებული რეფორმების უკმარისობა და ა.შ. ამ პრობლემების მოუგვარებლობა ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოს სრულ ინტეგრაციაზე ნატოში. ბოლო დროს გაჩნდა კიდევ რამდენიმე დამატებითი კრიტერიუმი საქართველოსთვის, როგორც კანდიდატი ქვეყნისათვის: რესურსების მართვა და ბიუჯეტის 2%-ის გამოყოფა თავდაცვის სფეროსათვის, სპეცსამსახურების რეფორმირება ნატოს სტანდარტებით, საიდუმლო ინფორმაციის დაცვა...

- როგორ შეიცვლება სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს, ვთქვათ და ნატოში მიიღებენ? როგორი ურთიერთობა ექნება ნატოს წევრ საქართველოს ირანთან და მეზობელ სომხეთთან, რომელიც, თავის მხრივ, „ოდკბ“-ის, ანუ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრია?

- თუ ის დღე დადგება და ქართველი ხალხის ნანატრი ოცნება ახდება, რასაკვირველია, სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსი და გეოპოლიტიკური ვითარება კარდინალურად შეიცვლება. კავკასია პლანეტის კიდევ ერთ ცხელ წერტილად გადაიქცევა. საქმე იმაშია, რომ ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება უშუალოდ რუსეთის საზღვრებთან მოსკოვის მიერ პირდაპირ მუქარად და საფრთხედ აღიქმება, რაც რუსეთის მიერ 2015 წელს მიღებულ სამხედრო დოქტრინაშიც არის ჩაწერილი. თავის მხრივ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც აღიარებს რუსეთს თავის მოწინააღმდეგედ, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ერთად. გარდა ამისა, ირანი და სომხეთი, რომლებიც რუსეთის მოკავშირეები არიან, ნეგატიურ როლს შეასრულებენ ნატოსა და „ოდკბ“-ის სამხედრო ბლოკების დაპირისპირებაში. და ყველაფერი ეს მოხდება ახალი „ცივი ომის“ ფონზე, რომელიც 2014 წელს დაიწყო და დღესაც გრძელდება. თუ გავითვალისწინებთ კავკასიურ კონფლიქტებს - აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და მთიან ყარაბაღში, მათ სიტუაციის დეტონირება შეუძლიათ მთელ რეგიონში. მაგრამ მეორე მხრივ, როცა კავკასიაში, თურქეთთან ერთად, კიდევ ერთი ნატოს წევრი ქვეყანა გაჩნდება, ეს იმასაც ნიშნავს, რომ რეგიონი ალიანსის განსაკუთრებული ინტერესების ზონაში მოექცევა. ამით შეიძლება პოლიტიკური სიტუაცია გაუმჯობესდეს და რეგიონის ქვეყნებში დემოკრატიული გარდაქმნები გაღრმავდეს.... თუმცა დღეს კავკასიაში სულ სხვა გეოპოლიტიკურ სიტუაციას ვხედავთ.



http://regionplus.az/ru/articles/view/6273







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა