logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი: გალარების პროგრამა რესტრუქტურიზებულ სესხებსაც შეეხება
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი: გალარების პროგრამა რესტრუქტურიზებულ სესხებსაც შეეხება
11:04 16.01.2017
მთავრობის მიერ დაწყებულ ე.წ. გალარების პროგრამასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი გვესაუბრება:

-როდიდან დაიწყება გალარების პროცესი?

-გალარება დაიწყება 2017 წლის 17 იანვარს და გაგრძელდება ორი თვის განმავლობაში. ამ პერიოდში, მათთვის სასურველ დროს შეუძლიათ მსესხებლებმა ვისაც ეხება პროგრამა მიმართონ მათ მომსახურე ან სხვა კომერციულ ბანკს.
სესხი გაცემული უნდა იყოს ფიზიკურ პირზე 2015 წლის 1-ელ იანვრამდე, უნდა იყოს აშშ დოლარით და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი.
პროგრამა არის ერთჯერადი პროექტი, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა.
მთავრობა უზრუნველყოფს შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას. ეროვნული ბანკი კი კომერციულ ბანკებს მიაწვდის გალარებისთვის საჭირო აშშ დოლარს და მოახდენს ლარის ლიკვიდობით მხარდაჭერას.
პროგრამა არ ითვალისწინებს ბანკების ან მსესხებლების მიერ დამატებითი ხარჯების გაწევას, მათ შორის ასეთ სესხებზე, არ იქნება გამოყენებული წინასწარ დაფარვის ან რეფინანსირების საკომისიო.
სესხების გალარება ნებაყოფლობითია. პროგრამაში მონაწილეობა მსესხებელს მისცემს საშუალებას, მისი ხარჯები მომავალში იყოს სტაბილური და პროგნოზირებადი.
ბანკები ვალდებულნი არიან ამ პროგრამის შესახებ აცნობონ ყველა პოტენციურ ბენეფიციარს, ვისაც შეიძლება ეხებოდეს სუბსიდია.
პროგრამის ფარგლებში დასაშვებია პორტირება, ანუ მსესხებელს ექნება საშუალება შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტოს თუ რომელ ბანკში ურჩევნია სესხის გალარება.
სუბსიდია არ შეეხება მაღალი შემოსავლების მქონე პირებს, ანუ ვისი წლიური შემოსავალი 2015 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო ან ვისი სესხის ნარჩენი ოდენობა აღემატება 100 ათას აშშ დოლარს.
სულ დაახლოებით 27,000 ფიზიკურ პირს შეეხება პროგრამა, საშუალო სესხის მოცულობა 15,000 აშშ დოლარია.
- თუკი სებ-ის მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს (და როგორც ჩანს გაამკაცრებს) და არსებული ინფლაციის მოლოდინის ფონზე, როგორია მთავრობის გათვლები და პროგნოზები, მოქალაქეებს უღირთ და მოუნდებათ კი ამ პროგრამაში მონაწილეობა?

-როგორც უკვე აღვნიშნე, პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. აღნიშნული პროგრამა მსესხებლებს შესაძლებლობას მისცემს ისარგებლოს შეღავათიანი კურსით სესხების გალარებისას და არ გადაიხადოს სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიო. გარდა ამისა, პროგრამის მონაწილის შემოსავალი აღარ იქნება დამოკიდებული კურსთაშორის სხვაობაზე და მას სესხის მომსახურება იმ ვალუტით შეეძლება, რომელშიც აქვს შემოსავალი.
ლარის და აშშ დოლარის სესხების პროცენტებს შორის სხვაობა ის ხარჯია, რომელსაც მომხმარებელი სავალუტო რისკის დაზღვევისთვის იხდის, ლარში სესხი კი იძლევა სავალუტო რისკისგან დაზღვევის საშუალებას. ის ასევე უზრუნველყოფს მსესხებლის მიერ სესხის მომსახურებაზე გასაწევი დანახარჯების პროგნოზირებადობას. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს კონვერტაციის ხარჯები, რაც არ არის ლარის სესხის შემთხვევაში.
- შემეძლება თუ არა სურვილის შემთხვევაში სესხის ისევ დოლარში გადატანა?

2017 წლის 15 იანვრიდან, ფინანსურ ინსტიტუტებს ეკრძალებათ უცხოური ვალუტით სესხის გაცემა თუ სესხის მოცულობა 100,000 ლარზე ნაკლებია. თუმცა მოცულობის ზრდის შემთხვევაში, სესხის უკან დოლარში გადატანა შესაძლებელია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, მსესხებელი კვლავ იქნება სავალუტო რისკის ქვეშ.
- რესტრუქტურიზებულ სესხებს შეეხება თუ არა?
-ასეთი სესხი ასევე მიიღებს მონაწილებას სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით.
- ვადების შეცვლა თუ არის მოსალოდნელი? ანუ რამდენად მოსალოდნელია მომავალში გალარება შეეხოთ იმ მსესხებლებსაც, რომლებსაც სესხი 2015 წლის 1 იანვრის მერე აქვთ აღებული?
-არა, ასეთი ცვლილება პროგრამაში მოსალოდნელი არ არის.
- რატომ შეირჩა 2015 წლის 1-ლი იანვარი?
- აღნიშნული სქემის მიზანია მომხმარებლებს შევუმსუბუქოთ სესხის მომსახურების ტვირთის ზრდა, რაც გაცვლითი კურსის ცვლილებამ განაპირობა. არსებული გათვლებით, ყველაზე მეტად ეს შეეხო 2015 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემულ სესხებს. მათ ვინც უკვე კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების შემდეგ აიღო სესხი, აღნიშნული ინიციატივა არ ეხებათ, თუმცა მათ აქვთ საშუალება ბანკებს მოელაპარაკონ და გაალარონ სესხები.
- რა პროცენტით გასცემს კომერციული ბანკი გალარებულ სესხს?

კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს გასცემენ არსებული საბაზრო პროცენტით. მაგალითად, დღეის მდგომარეობით ლარით გაცემული ცვლად პროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტი 10%-ის ფარგლებშია.
- რა კურსით მოხდება სესხის გალარება?
- სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი. მაგალითად, თუ აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი არის 2.7 ლარი, მაშინ სესხის გალარება მოხდება 2.5 კურსით. კურსთაშორის სხვაობა დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
- დოლარში გაცემული სესხების ლარში გადაყვანა კრედიტის მქონე მოქალაქეების მხრიდან დოლარზე მოთხოვნას შეამცირებს, მაგრამ მეორე მხრივ, კომერციულ ბანკებს უნარჩუნდებათ დოლარზე მოთხოვნა, რადგან მათ ეს ვალი ხომ უცხოურ ვალუტაში აიღეს. რამდენად გათვლილი აქვს ეს ფაქტორი მთავრობას და რამდენად ნეგატიური შეიძლება იყოს ეს მომენტი ლარის კურსისთვის?
-გალარების პროგრამის მთავარი მიზანია ის, რომ სავალუტო რისკი გადავიდეს მათზე, ვისაც მისი მართვა შეუძლიათ. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს მათ ეს შესაძლებლობა ნაკლებად აქვთ.
სესხების გალარებისთვის აშშ დოლარის საჭირო მოცულობას ეროვნული ბანკი უშუალოდ მიაწვდის კომერციულ ბანკებს. შესაბამისად, ეს არ მოახდენს გავლენას არც გაცვლით კურსზე და არც ბანკების სავალუტო პოზიციაზე.
- იმ შემთხვევაში, თუკი მომსახურე ბანკი პროგრამის პოტენციურ მონაწილეს არ დაუკავშირდა 5 დღის ვადაში, როგორ უნდა მოიქცეს ის?
-ჩვენ მივეცით მითითება კომერციულ ბანკებს, რომ 5 სამუშაო დღის განმავლობაში შეეხმიანონ და აცნობონ ამ სიახლის შესახებ იმ პირებს, ვისაც ეს აქცია პოტენციურად ეხება. ამის ვალდებულება კომერციულ ბანკებს აქვთ.
თუმცა, თუკი ვინმე მიიჩნევს, რომ სესხების გალარების პროგრამა მას ეხება და ამავე დროს, მომსახურე ბანკიდან მას არავინ უკავშირდება, ბუნებრივია, მას აქვს უფლება, თავად მივიდეს ბანკში და გაეცნოს გალარების პირობებს.
- გალარების პროგრამა გაზრდის თუ არა ფულის მასას?
აღნიშნული პროგრამა ფულის მასას არ გაზრდის.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა