logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ფინანსთა მინისტრის მოადგილე: გალარების პროგრამის შემდეგ სესხზე პროცენტის ზრდა მოსალოდნელი არ არის
ფინანსთა მინისტრის მოადგილე: გალარების პროგრამის შემდეგ სესხზე პროცენტის ზრდა მოსალოდნელი არ არის
10:58 16.01.2017
რას გვთავაზობს მთავრობის მიერ დაწყებული ე.წ. გალარების პროგრამა კონკრეტულად, არის თუ არა მოსალოდნელი ლარზე გადაყვანილ სესხებზე პროცენტის ზრდა და რა რისკები იხსნება კრედიტორებისთვის ამ პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში, ამ საკითხებზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა გვესაუბრება:

-17 იანვრიდან გალარების პროგრამა იწყება. როგორია თქვენი გათვლები, რამდენი პროცენტი დათანხმდება გალარებას და რა თანხაზე მოიხსნება წნეხი?

-გალარების პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. მასში მონაწილეობით მსესხებელი საკუთარი დოლარში არსებულ სესხის ლარში გადაყვანას შეძლებს შეღავათიანი პირობებით და არ გადაიხდის წინსწრებით დაფარვის საკომისიოს. გარდა ამისა, ბანკის პროცენტი იქნება საბაზრო და თუკი მისი მომსახურე ბანკის პირობები მსესხებელს არ დააკმაყოფილებს, მას შეეძლება სათანადო ხელშეკრულება იმ საფინანსო ორგანიზაციაში გააფორმოს, რომელიც მის ინტერესებს უკეთ დააკმაყოფილებს. გალარების პროგრამა მას არ შეზღუდავს პარტნიორი ბანკის არჩევაში.
- მოსალოდნელია თუ არა ლარში სესხების გაძვირება?
კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს გასცემენ არსებული საბაზრო პროცენტით. მაგალითად, დღეის მდგომარეობით ლარით გაცემული ცვლად პროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტი 10%-ის ფარგლებშია.
დღევანდელი პირობებით, აღნიშნული პროცენტის გაზრდა მოსალოდნელი არ არის. მით უფრო, რომ საქართველოს საბანკო სექტორში კონკურენციაა.
-რამდენ ხანს გაგრძელდება გალარების აქცია? ხომ არ არის მოსალოდენლი ვადის გაგრძელდება (საუბარი იყო რომ 2 თვე გაგრძელდება აქცია)
-გალარების პროგრამა ერთჯერადია და ის მხოლოდ 2 თვე გაგრძელდება.
თავის მხრივ, აღნიშნული პროგრამა არის ლარიზაციის მასშტაბური რეფორმის ერთერთი პირველი ეტაპი. ლარიზაციის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.
ლარიზაციის რეფორმაზე მუშაობისას ჩვენს მიერ შევისწავლილი იქნა სხვადასხვა წარმატებული ქვეყნების მაგალითები, მათ შორის, ცენტრალური ევროპისა და ლათინური ქვეყნების რამოდენიმე წარმატებული მაგალითი. აღნიშნულ ქვეყნებში დედოლარიზაცია გადაიზარდა სწრაფ და მდგრად ეკონომიკურ მატებაში და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი.
- როგორი იქნება ლარში სესხების საპროცენტო განაკვეთი?

-როდესაც გალარებაზე ვსჯელობთ, ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება იყო, რომ საპროცენტო განაკვეთები საბაზრო მექანიზმებით უნდა ყოფილიყო დარეგულირებული.
ჩვენ ამ საკითხში არ ვერევით. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლარზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა. ამდენად, ვთვლით, რომ საპროცენტო განაკვეთები ლარში იქნება მისაღები.
-როგორი იქნება კონვერსიის ხარჯი და მას ვინ დაფარავს?
-კონვერსიის პროექტი არ იქნება დაკავშირებული რაიმე ტიპის ხარჯებთან.
აღნიშნული პროექტით ჩვენ ვეხმარებით არა მარტო ფიზიკურ პირებს, რომ მათ გააკეთონ კონვერსია, არამედ მთლიანად ეკონომიკას, რომ მოხდეს ლარიზაცია. ამით ისარგებლებს მთელი ეკონომიკა.
გარდა ამისა, თუ საჭირო გახდა უზრუნველყოფაში გამოყენებული უძრავი ქონების რეგისტრაცია, აღნიშნული პროცესი საჯარო რეესტრში გათავისუფლებული იქნება ყველა სახის საფასურის გადახდისაგან.
კიდევ ორ გარემოებაზე გავამახვილებ ყურადღებას - კონვერსიის შედეგად, ჩვენს მოქალაქეებს სესხები გაუიაფდებათ. გაიაფების პირველი წყარო არის ის, რომ გადახურდავება ხდება კურსით, რომელიც არის იმ დღეს არსებულ კურსს მინუს 20 პუნქტი, ანუ უკვე ეს არის მნიშვნელოვანი შეღავათი.
და ასევე, როდესაც სესხი მსესხებელს აქვს ლარში და შემოსავალიც - ლარში, ეს გაცილებით უფრო მოხერხებულია მისთვის. მას არ უწევს თანხის გადახურდავება სესხის დაფარვის დღეს და ხშირად აღნიშნულ გადახურდავებასთან დაკავშირებული კონვერტაციის საკომისოების გადახდა. ყოველივე ეს შეიძლება იყოს საკმაოდ არსებითი (1 პროცენტი ან უფრო მეტიც). შესაბამისად, ეს გარემოება პროგრამას კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას სძენს.
-სესხების გალარების პროგრამა ნებაყოფლობითია. კიდევ რატომ უნდა მიიღოს მასში მონაწილეობა პოტენციურმა მონაწილემ?
-ლარის სესხი იძლევა სავალუტო რისკისგან დაზღვევის საშუალებას.
აღნიშნული სესხები მოსახლეობამ აიღო ბინის შესაძენად, ანუ იმიტომ, რომ მნიშნელოვანი ცხოვრებისეული ინვესტიცია გაეკეთებინათ. ლარის სესხი მსესხებლებს უფრო მეტ სტაბილურობას სთავაზობს. მათი ხარჯები იქნება სტაბილური და პროგნოზირებადი.
ყველას, ვისაც პროგრამა შეეხება, ვურჩევდი, სესხების გალარების პროგრამაში მონაწილეობას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მთავრობის შეთავაზება მხოლოდ 2 თვე გრძელდება. ამდენად, თუკი ბანკმა განსაზღვრულ 5-დღიან ვადაში არ დაგირეკათ ან SMS არ გამოგიგზავნათ, აუცილებლად თავად მიდით ბანკში, თუკი მიიჩნევთ, რომ პროგრამის პოტენციური მონაწილე ხართ. მეორეც, თუკი აქამდეც გქონდათ სურვილი, თქვენი სადოლარე სესხი ლარში გადაგეყვანათ, ამისთვის ბანკი საკომისიოს გადაგახდევინებდათ. პროგრამა ამ ვალდებულებისგანაც გაგათავისუფლებთ. მესამეც, გაქვთ შეარჩიოთ ნებისმიერი ბანკი რომელიც საუკეთესო პირობებს შემოგთავაზებთ. საქართველოს საბანკო სექტორში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა და ვთვლით ბანკები მსესხებლებს კარგ პირობებს შესთავაზებენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა