logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ინტერვიუ დეიმონ უილსონთან: გასარკვევია, რას ნიშნავს ტრამპის სურვილი და როგორ აისახება ეს საქართველოს მსგავს ქვეყნებზე; მგონი, დროა, [რუსეთის მიმართ] შეტევაზე გადავიდეთ
ინტერვიუ დეიმონ უილსონთან: გასარკვევია, რას ნიშნავს ტრამპის სურვილი და როგორ აისახება ეს საქართველოს მსგავს ქვეყნებზე; მგონი, დროა, [რუსეთის მიმართ] შეტევაზე გადავიდეთ
10:54 10.01.2017
აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ დეიმონ უილსონს ამერიკული რადიოსადგურის „Radio Voice of America“-ს კორესპონდენტი ესაუბრა, რომელმაც ამერიკელი სენატორების ჯონ მაკკეინის, ლინდსი გრემისა და ემა კლობუჩარის საქართველოში განხორციელებული ვიზიტი და ამერიკა-საქართველოს შორის სამომავლო-სავარაუდო ურთიერთობები შეაფასა:
- როგორ შეაფასებდით სამი სენატორის ორპარტიულ დელეგაციას საქართველოში, მათ ვიზიტს ასევე უკრაინაში, და რა გზავნილი მიიღეს ამ ვიზიტით მოსკოვსა და ვაშინგტონში?
- სენატორების ჯონ მაკკეინის, ლინდსი გრემისა და ემა კლობუჩარის საქართველოში სტუმრობა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. ვიზიტს წინასწარ განზრახული ამოცანები ჰქონდა. სენატორები შეეცადნენ, დაეგზავნათ მკაფიო შეტყობინებები. მათ იმოგზაურეს ბალტიისპირეთში, შემდეგ უკრაინასა და საქართველოში, რათა მოკავშირეები და პარტნიორები (და სენატორმა ჯონ მაკკეინმა თქვა, რომ იგი საქართველოში მოკავშირეს ხედავს) ამ ქვეყნების მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერაში დაერწმუნებინათ. ამავე დროს, სენატორების გზავნილები ვაშინგტონისა და მოსკოვისთვისაც იყო განკუთვნილი. მოსკოვის გასაგონად ითქვა, რომ იმის მიუხედავად, თუ რა ისმის ხელისუფლების გადაბარების ფონზე, ან პირადად არჩეული პრეზიდენტისაგან, აშშ-ის კონგრესი და სენატი გააგრძელებენ მოკავშირეთა ძლიერ მხარდაჭერას, ეჭვითა და შეშფოთებით შეხედავენ რუსეთის ქმედებებს და იმოქმედებენ უფლებამოსილების ფარგლებში, რათა აშშ წინ აღუდგეს ვლადიმირ პუტინის ავანტიურიზმს და მხარი დაუჭიროს სანქციებს. ვაშინგტონისათვის განკუთვნილი გზავნილი იყო ის, რომ სენატს ჩამოყალიბებული მოსაზრებები აქვს რუსეთის შესახებ, რომ ამ მოსაზრებებს ვერავინ წაუყრუებს და ყველა იმოქმედებს შესაბამისად. ვფიქრობ, გაურკვევლობაში, რაც ტრანზიციას ახლავს, სენატორ ჯონ მაკკეინს, სენატორ ლინდსი გრემსა და სენატორ ემა კლობუჩარს სურდათ, ორპარტიული სიცხადე შეეტანათ იმ საკითხში, რომ ჩვენ ვიცით, რას აკეთებს რუსეთი, გვსურს, უკეთ ავუხსნათ საკითხი ამერიკელ ხალხს და ამავე დროს, მხარში დავუდგეთ ამერიკის მოკავშირეებსა და პარტნიორებს რეგიონში.
-შეძლებენ თუ არა აღნიშნული სენატორები აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციაზე გავლენის მოხდენას საკუთარი პოზიციების დასაცავად და რეგიონის ქვეყნების გვერდში დგომას?
- ვფიქრობ, ჯერ ისევ გაურკვეველია, რა პოლიტიკას გაატარებს ახალი ადმინისტრაცია საქართველოს მსგავსი ქვეყნების მიმართ. პოლიტიკის შესამუშავებლად ბევრი სამუშაოა გასაწევი. სენატი და სენატორები ამბობენ, რომ მათთვის ყველაფერი ცხადია, რომ აქვთ სტრატეგია და აპირებენ სენატის, როგორც საკანონმდებლო ორგანოს, უფლებამოსილების გამოყენებას, რათა დაეხმარონ ადმინისტრაციას ისეთი პოლიტიკის შემუშავებაში, რომელიც რუსეთს აშშ-ის ინტერესების მოწინააღმდეგედ წარმოაჩენს, შეზღუდავს ადმინისტრაციის ნაბიჯებს, რომელიც მან შესაძლოა მოსკოვთან მიმართებაში გადადგას და მკაფიოდ იტყვის, რომ ჩვენი ურთიერთობები ნატოელ მოკავშირეებსა და ბალტიის ქვეყნებთან ხელშეუვალია და რომ აშშ-ის სენატი მხარს უჭერს საქართველოს, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
-რისი თქმა მოახერხეს მათ ოფიციალური თბილისისთვის და რა იყო აქ ყველაზე საყურადღებო?
- ვფიქრობ, სენატორების გზავნილები მრავალმხრივი იყო. პირველ რიგში, გზავნილი, რომ შეერთებულ შტატებში ხელისუფლების გადაბარების მიუხედავად, გაგრძელდება საქართველოს სახელმწიფოსა და მისი დემოკრატიის მხარდაჭერა; რომ აშშ-მა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს და განავითაროს დემოკრატიული ინსტიტუტები და გააგრძელოს ეკონომიკური რეფორმები. და რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად ადგილნაცვალ პირთა მონახულება ნიშნავდა, რომ ეს საკითხი არაა დავიწყებული, რომ არ ვაპირებთ პრობლემის უგულვებელყოფას და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თუ გახსოვთ, რუსეთი ყოველთვის ცდილობს აშშ-ში ხელისუფლების გადაბარების პროცესით სარგებლობას და ამერიკის ახალ პრეზიდენტთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას იმ იმედით, რომ მას ეტყვიან, „რაც იყო, იყო, მოდით, რაიმე ახალი შევქმნათ“. ასეთია ვლადიმირ პუტინის სტრატეგია -დაიმტკიცოს ის, რაც მოიპოვა, მაგრამ სენატორი ჯონ მაკკეინი, სენატორი ლინდსი გრემი და სენატორი ემა კლუბუჩარი მას მკაფიოდ პასუხობენ - „მოითმინეთ, თქვენ დაუსჯელად ვერ გააგრძელებთ იმის კეთებას, რაც საქართველოში ჩაიდინეთ“.
-როგორ ფიქრობთ, რამდენად მტკიცედ შეეცდება აშშ-ის მომავალი ადმინისტრაცია საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას და მისი ინტერესების დაცვას რუსეთთან დიალოგის თუ ოკუპაციონისტური ხელისუფლების ჰიბრიდული ზრახვების, მოქმედებების გასანეიტრალებლად?
- ვფიქრობ, კარგი ამბავია ის, რომ დღეს ვაშინგტონში ბევრად უკეთ ესმით რუსეთის სტრატეგია, განსაკუთრებით, რეგიონში. უკეთ ესმით, როგორ იყენებს რუსეთი ინფორმაციას, როგორ წარმართავს პროპაგანდისტულ ომს, საინფორმაციო ომს, ჰიბრიდულ ომს. უკეთ ესმით, რომ რუსეთი მზადაა, გამოიყენოს ძალა, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინაში ვნახეთ. რუსეთთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, კითხვები აღარ არსებობს. ვაშინგტონის უმეტეს წრეებში და ცხადია, აშშ-ის კონგრესში, თანხმდებიან, რომ რუსეთმა ჩაიდინა მთელი რიგი აღმაშფოთებელი ქმედებები და რომ შეერთებული შტატები მას წინ უნდა აღუდგეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ახლა უნდა ვნახოთ, როგორ ჩამოაყალიბებს ახალი ადმინისტრაცია თავის პოლიტიკას. სენატორები გამოხატავენ პოზიციას და ცდილობენ, გავლენა მოახდინონ იმაზე, თუ რა მიმართულებით წავა ახალი ადმინისტრაცია. არ დაგვავიწყდეს, ესაა არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც სურს, მნიშვნელოვნად გაზარდოს სამხედრო ხარჯები და გააძლიეროს შეიარაღებული ძალები, რათა დაიცვას ამერიკის ინტერესები ოკეანის გაღმა. ვფიქრობ, გასარკვევია, რას ნიშნავს მისი სურვილი და როგორ აისახება ეს საქართველოს მსგავს ქვეყნებზე.
- სანქციებს ერთადერთ ზომად მიიჩნევთ ვლადიმირ პუტინის შესაკავებლად და როგორი იქნება ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა მომავალში, შეგიძლიათ განსაზღვროთ ახლა?
- სანქციები აშშ-ის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. კონგრესიდან გვესმის, რომ საკანონმდებლო ორგანო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მტკიცედ დაიცავს, სანამ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბატონმა პუტინმა ეს ვალდებულებები უახლოეს მომავალში შეასრულოს. მაგრამ ვფიქრობ, არასწორია იმის თქმა, რომ სანქციები რუსეთზე ზემოქმედების ერთადერთი, ან საუკეთესო იარაღია. სიმართლე გითხრათ, მიმაჩნია, რომ სტრატეგია, რომელიც მხოლოდ სანქციებს ეყრდნობა, უადგილოა. მოწმენი ვართ ჩვენ ინტერესებზე სრულმასშტაბიანი შეტევის ბევრ რეგიონსა და ბევრ საკითხში. ვფიქრობ, რუსეთის მიმართ ეფექტური სტრატეგია სანქციებით არ უნდა შემოიფარგლოს. სანქციები მეტისმეტად არასაკმარისია. როგორც სენატორმა ლინდსი გრემმა აღნიშნა, მგონი, დროა, შეტევაზე გადავიდეთ, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები რუსეთის ქმედებებს მხოლოდ თავდაცვითი პოზიციიდან არ პასუხობდნენ. რუსეთს უნდა ვუპასუხოთ სანქციებით, რომელსაც მხარს ვუჭერ, და ამავე დროს ვიფიქროთ შეტევაზეც. შესაძლოა, ბატონი დონალდ ტრამპის არაპროგნოზირებადობამ დააფიქროს მოსკოვი, თუ რა პასუხის გაცემა შეუძლია შეერთებულ შტატებს. ვხედავთ ამერიკის პასუხს რუსეთის კიბერთავდასხმებსა და ჩვენ არჩევნებში ჩარევაზე. შეერთებულ შტატებს პასუხის გაცემის არაერთი საშუალება გააჩნია - შეგვიძლია ვიყოთ დესტრუქციული ძალა და რეგიონში რუსეთის ინტერესები დავაზიანოთ. ამგვარად, სანქციები მნიშვნელოვანია და სენატი მას მხარს უჭერს, მაგრამ უფრო ეფექტურ სტრატეგიას უფრო მრავალმხრივი მიდგომა სჭირდება.


http://www.amerikiskhma.com/a/int-with-damon-wilson-sen-mccain-to-georgia/3668390.html


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა