logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
«RFE//RL» (აშშ): უვიზო რეჟიმი ბევრი „მაგრამ“-ით; საქართველოს მოქალაქეების ბედი ევროკავშირში და ისრაელში
«RFE//RL» (აშშ): უვიზო რეჟიმი ბევრი „მაგრამ“-ით; საქართველოს მოქალაქეების ბედი ევროკავშირში და ისრაელში
12:03 15.12.2016
ამერიკული „რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსულენოვანი „ეხო კავკაზას“ პროგრამაში 14 დეკემბერს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესახებ ისაუბრეს. პრაღის სტუდიაში გამართულ გადაცემაში „არამრგვალი მაგიდა“ მონაწილეობდნენ მოლდოვაში მცხოვრები ექსპერტი მამუკა ჟღენტი და ისრაელის გამოცემა „ეილათი დღეს“ მთავარი რედაქტორი მიხეილ ელიგულაშვილი.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ საუბრის შინაარსს.

---------

როგორც ცნობილია, მოლდოვის მოქალაქეებმა ევროკავშირში მიმოსვლისათვის უვიზო რეჟიმი ჯერ კიდევ ორი წლის მიიღეს. როგორი შედეგები გამოიწვია მოლდოვას საზოგადოებაში ვიზალიბერალიზებამ, რა ცვლილებები მოჰყვა უვიზო რეჟიმს? ნიშნავს თუ არა უვიზო რეჟიმი იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავზე „ციური მანანა“ აცვივა - აიღებ ბილეთს, ჩაჯდები თვითმფრინავში და ბრიუსელისკენ ჰერი-ჰერი?

პროგრამის წამყვანის კითხვებს მამუკა ჟღენტი პასუხობს:

„დარწმუნებული ვარ, მომავალი წლის გაზაფხულზე, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმი საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისათვის უკვე ამოქმედდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საღამოს დაიძინებ, დილით გაიღვიძებ და თავს უკვე სულ სხვა, უფრო უკეთეს სიტუაციაში იგრძნობ. ამის კარგი მაგალითი მოლდოვაა, სადაც უვიზო რეჟიმი უკვე ორი წელია მოქმედებს. [გახდა თუ არა მოლდოვა ევროფილური სახელმწიფო? პირიქით] - როგორც იცით, ამ რამდენიმე კვირის წინათ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგად ქვეყნის მეთაურად პრორუსული პოლიტიკოსი იქნა არჩეული. ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ ჩვენი მოსახლეობის პრობლემები მხოლოდ ვიზალიბერალიზებით ვერ გადაწყდება.

ამიტომაც ორი წლის წინათ, როცა ვიზალიბერალიზების პროცესი დაიწყო, წინააღმდეგი ვიყავი, რომ მოსახლეობისათვის ოცნებების რეალიზების ისეთი მოლოდინი შექმნილიყო, რომელიც არარეალური იქნებოდა. კარგია, რომ ადამიანი ევროპულ ფასეულობებს ეზიარება, ყველაფერს საკუთარი თვალით ნახავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ყოველგვარი პროცედურის გარეშე წავა ევროპაში, იქ მუშაობას დაიწყებს და ჯიბეში ფული გაუჩნდება... მრავალჯერ ვთხოვე ხელისუფლებას, რომ ერთი ნორმალური, საჯარო კამპანია მოწყობილიყო და მოსახლეობისათვის ახსნილიყო, თუ რას ნიშნავს ვიზალიბერალიზება, რა შედეგები ექნება, თუ წესებს დაარღვევ და ა.შ. თუმცა გაზაფხულამდე ჯერ კიდევ დროა და შეიძლება სიტუაციის გამოსწორება.

- ესე იგი, ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის პროცედურა გაიოლებული არ იქნება. ესე იგი, ევროკავშირის ქვეყნებში წამსვლელებს თუ ყველა დოკუმენტი თუ აქვთ, შეიძლება მაინც არ შეუშვან?


- დიახ, მათ ჯიბეში ყველა დოკუმენტი უნდა ჰქონდეთ, რომლებსაც ადრე აგროვებდნენ საკონსულოსთვის „შენგენის ზონის“ ქვეყნების ვიზის მისაღებად. მაგრამ ამ შემთხვევაში პროცესს დამატებითი „ფილტრი“ ემატება ქართველი მესაზღვრე-მებაჟეების სახით, რომლებიც ვალდებულნი იქნებიან ევროკავშირში წამსვლელებს ყველა საჭირო დოკუმენტი შეუმოწმონ. ანუ პირველი ფილტრი უკვე თბილისის აეროპორტში იქნება, მეორე კი მასპინძელ ევროკავშირის ქვეყანაში - იქაური მებაჟეებისა და მესაზღვრეების სახით. ზოგადად, მოლდოვას მაგალითზე შეიძლება ვთქვა, რომ შესვლაზე ძალიან ცოტა მოლდაველს უთხრეს უარი, სადღაც ერთ პროცენტზე ნაკლებს... თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ევროკავშირში წამსვლელ მოქალაქეს ყველა საჭირო დოკუმენტი თან უნდა ჰქონდეს. ასევე ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი ვიზიტები მათ მუშაობისა და სწავლის უფლებას არ აძლევს“.

პროგრამის წამყვანი ეკითხება მიხეილ ელიგულაშვილს:

- საქართველოს მოქალაქეებს 2014 წლის მარტიდან ისრაელში უვიზოდ მიმოსვლის უფლება აქვთ მიღებული. როგორ შეიძლება შეფასდეს ორწლიანი გამოცდილება?

- საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო რეჟიმის არსებობა ყველა შემთხვევაში პოზიტიური მოვლენაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისათვის. ამასთან, დღეს ჩვენ ვხედავთ ქართველი ტურისტების მოზღვავებას, რომელიც 2013 წლიდან ორჯერ და მეტად გაიზარდა. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ისრაელში ჩამოსული ქართველების ძირითადი პრობლემა მუშაობის დაწყებაში გამოიხატება, ანუ ისინი ჩვენთან ტურისტად მოემგზავრებიან, შემდეგ აქ სამუშაოდ რჩებიან, რათა ფული გამოიმუშაონ და საქართველოში დარჩენილ ოჯახებს გაუგზავნონ. ეს ჩვენთვის სახელმწიფოებრივ პრობლემად იქცა, რომელიც უკვე არამარტო მიგრაციული სამსახურის, არამედ უკვე ისრაელის პარლამენტის დონეზე წყდება. თუ 2012 წელს საქართველოს მოქალაქეებიდან არავის არ დაუწერია თხოვნა ისრაელში დარჩენისა და რაღაც სტატუსის მიღების თაობაზე, 2013 წელს უკვე ხუთმა დაწერა, 2014-ში - 50-მა, 2016-ში კი უკვე 5 ათასმა, ანუ რაოდენობა ათზე მეტად გაიზარდა.

შესაბამისად, ჩვენმა მიგრაციულმა სამსახურმა მთავრობას მიმართა, რომ გაუქმებულიყო ის ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც სხვა ქვეყნის მოქალაქეს ისრაელის სახელმწიფოში დარჩენისა და ლტოლვილის სტატუსის მიღების უფლება ეძლეოდა, სანამ მისი განცხადება განიხილებოდა. ერთ ამბავს მოგიყვებით: ნახევარი წლის წინათ, ქართველი მომლოცველების 50-კაციანი ჯგუფი ისრაელში ჩამოვიდა, მათ ორი დღის განმავლობაში ავტობუსით ყველა წმინდა ადგილი დაათვალიერეს, იყვნენ იერუსალიმშიც და როცა ორდღიანი ექსკურსია დასრულდა, 50-დან 45-მა პირდაპირ მიგრაციულ სამსახურს მიაშურა, სადაც განცხადება დაწერეს ისრაელში ლტოლვილის სტატუსის მისაღებად.

რასაკვირველია, ეს არამხოლოდ ქართველებს, არამედ უკრაინელებსაც ეხებათ. უკრაინა და საქართველო დღეს ასეთი განცხადებების ძირითადი მომწოდებლები არიან. სხვათა შორის, ქართველები უფრო მეტნი არიან. თუ მოსახლეობის რაოდენობით ვიმსჯელებთ, პირიქით უნდა იყოს. მოკლედ, პრობლემა არსებობს და მისი მოგვარება აუცილებელია. ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი, ჩემი აზრით, ქართულ-ებრაული სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ გამონახა: მისი თქმით, ისრაელში შემომსვლელი საქართველოს მოქალაქეებისათვის ქვოტა უნდა დაწესდეს, ხოლო ვინც შემოვა, მათ მუშაობის უფლება მიეცეთ. ამით პრობლემა თუ საბოლოოდ არ გადაწყდება, მინიმუმ - ცოტათი მაინც განეიტრალდება.

- გასაგებია, მაგრამ სანამ ინსტრუქცია არსებობს, ის ჯერ არ გაუქმებულა, მაინც როგორია თავშესაფრის მიღების დაკმაყოფილების მონაცემები?

- ზუსტი ციფრები არ მაქვს, მაგრამ მე შემიძლია სისტემის შესახებ გითხრათ, თუ როგორ მოქმედებს სახელმწიფო, სანამ მოქალაქის თხოვნაზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. მოკლედ, სისტემა ასეთია: ლტოლვილობის სტატუსის მთხოვნელი მიგრაციულ სამსახურში განცხადების დაწერის შემდეგ ერთგვარ ხელშეუხებლობას იღებს, მას აქვს ისრაელში ყოფნის უფლება, არ მოხდება მისი დეპორტაცია. უფრო მეტიც - სახელმწიფო აცნობიერებს, რომ როცა ადამიანი ქვეყანაში ორი, სამი, ოთხი თვე და უფრო მეტ ხანს იმყოფება, მას ცხოვრება, ჭამა-სმა და თავზე ჭერი სჭირდება. ამისათვის მას ეძლევა ე.წ. „ა-5“ ვიზა, რომელიც მუშაობის უფლებას აძლევს. ანუ, იგი პრობლემებს თვითონ აგვარებს, ბუნებრივია, საშუამავლო კანტორებისა და ადვოკატების დახმარებით.

პროგრამის წამყვანი ეკითხება მამუკა ჟღენტს:

- მამუკა, უნდა ჰქონდეთ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ამგვარი პირობების იმედი ევროკავშირის ქვეყნებში?

- იცით, არის რაღაც მსგავსი ევროკავშირისა და ისრაელის მოქმედებაში. გასულ კვირას ევროკავშირმა უვიზო რეჟიმის „შეჩერების მექანიზმი“ მიიღო, რაც თითქმის იგივე ინიციატივია, რომელიც ისრაელის პარლამენტშია შესული იქაური მიგრაციული სამსახურის მიერ. რეალურად ევროკავშირის წინაშე ამგვარი პრობლემას უკვე საკმაო ხანია დგას: ეს მოლდოველებს ნაკლებად ეხებათ, უფრო მეტად კი დასავლეთ ბალკანელებს - ბოსნია-ჰერცეგოვინას, ალბანეთს. მათთვის უვიზო რეჟიმი მოქმედებს, ისინი ჩადიან ევროკავშირში და განცხადება შეაქვთ თავშესაფრის მიღების თაობაზე. ისინი სარგებლობენ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით და მათ უკან ვეღარ აბრუნებენ. გერმანიაში თავშეფრის მიღების პროცედურა თითქმის ერთი წელი გრძელდება, ანუ პრობლემა ევროკავშირშიც არსებობს.

რაც შეეხება ქართველებს, რა თქმა უნდა, ეს ჩვენზეა დამოკიდებული: თუ ქართველები ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით, წავლენ ევროკავშირში, შემდეგ კი იქ მასობრივად დაიწყებენ თავშესაფრის მიღების მიზნით განცხადებების წერას, ბუნებრივია, მაშინ იგივე ევროკავშირი იძულებული გახდება უვიზო რეჟიმი შეაჩეროს, რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს სხვა მოქალაქეებზე ნეგატიურად აისახება. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა ვისარგებლოთ სწორად უვიზო რეჟიმით“.

http://www.ekhokavkaza.com/a/28176662.html


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა