logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ, ალბათ რომელიმე აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ...
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ, ალბათ რომელიმე აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ...
12:39 07.12.2016
უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი მხოლოდ ვერხოვნა რადის ვადამდელი არჩევნებია. ასე განაცხადა მან გერმანული ტელერადიოკომპანია „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) პროგრამა „ნემცოვა. ინტერვიუს“ წამყვან ჟანა ნემცოვასთან საუბარში.

„თუ ჩვენთან ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება და თუ კიდევ ორი წელი იქნება დღევანდელი ვერხოვნა რადა, მაშინ დიდი რისკი არსებობს იმისა, რომ ჩვენ ქაოსურ სიტუაციას მივიღებთ“, - ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, სტატუს-ქვოს შენარჩუნება უკვე შეუძლებელია, რადგან უკრაინის ეკონომიკა უკვე სტაგნაციის მდგომარეობაშია, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კი კიევს უარი უთხრა მორიგ ტრანშზე - კორუფციის წინააღმდეგ არაფერი კეთდებაო. მთავრობის ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზების მიხედვით, უკრაინა 2013 წლის მდგომარეობას, რომელიც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დროს იყო, მხოლოდ 15 წლის შემდეგ თუ მიაღწევს.

„მე ვფიქრობ, რომ უკრაინის საზოგადოება ამდენ ხანს ვერ მოითმენს... რეგიონული სეპარატიზმის პირობებში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება. ასეთ ვითარებაში ოპტიმალური გამოსავალი შეიარაღებულ ექსცესებში კი არაა, არამედ ლეგიტიმურ მეთოდში. ვერხოვნა რადა ორჯერ დაითხოვეს ლეონიდ კუჩმასა და ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტობის დროს და ამით არანაირი ტრაგედია არ მომხდარა. არჩევნები ყველა შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს წარმოადგენს“, - აღნიშნა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა.

ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ბრძოლის მიზანს უკრაინის პოლიტიკური კლასის შეცვლა წარმოადგენს, რომელიც უკვე 25 წელია არსებობს: „მე ზოგიერთ მათგანს ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან ვიცნობ. იმ დროიდან მოყოლებული უკრაინა, ერთ სულ მოსახლეზე საერთო შიდა პროდუქტის მიხედვით, ევროპის ყველაზე გაჭირვებულ ქვეყნად იქცა. ყველაზე უჭკუო, უუნარო, არაეფექტური და კორუმპირებული უნდა იყო, რომ ქვეყანა ამ დონემდე მიიყვანო. ეს ხალხი ლუზერობის (უიღბლობის) ჩემპიონები არიან“, - ამბობს ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი.

„დოიჩე ველეს“ ჟურნალისტმა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდიც გაახსენა, ესაუბრა იმდროინდელ ვითარებაზე და სამომავლო პერსპექტივაზე:

ჟანა ნემცოვა: თქვენ სრულიად დამსახურებულად გაქვთ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლის იმიჯი მას შემდეგ, რაც ორჯერ იყავით საქართველოს პრეზიდენტი. მართალია, [არასამთავრობო ორგანიზაციები] „ფრიდომ ჰაუსი“ და „ტრანსფერენსი ინტერნეიშენალი“ აცხადებენ, რომ საქართველომ რეალურად აიწია რეიტინგში, მოხერხდა კორუფციის აღმოფხვრა საშუალო და დაბალ დონეზე, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ თქვენი პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს ელიტარული კორუფცია ძალიან გაიზარდა. ამაზე რას იტყვით?

მიხეილ სააკაშვილი: ეს სრული სისულელეა. ელიტარული კორუფცია ვერავინ აღმოაჩინა. ეს იგივეა, რომ ბნელ ოთახში შავი კატა ეძებო. მეც ძალიან მინდოდა ამ ელიტარული კორუფციის პოვნა და თუ მე თუ ამ ელიტარული კორუფციის ნაწილი ვიყავი, მაშინ სად არის ამის დამადასტურებელი შედეგი? ეს სრული უაზრობაა. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ 10 საუკეთესო საერთაშორისო მკვლევარი დაიქირავა იმ მიზნით, რომ რაღაც მაინც ეპოვა, ენახა, თუ რა მქონდა მოპარული, მაგრამ ვერაფერი იპოვნეს. ისინი ეძებდნენ დიდხანს და ყველგან. ჩვენი მმართველობის რეალური შედეგი კი ისაა, რომ ქვეყნის ბიუჯეტი 11-ჯერ გავზარდეთ. ასევე 3-ჯერ გავზარდეთ ეკონომიკის მოცულობაც. მართალია, უცხოეთიდან კრედიტებს ვღებულობდით, მაგრამ ეს ფული ინფრასტრუქტურის განვითარებას მოვახმარეთ. საქართველო კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ ლიდერად იქცა... საერთოდ კი, ელიტარული კორუფციის კონცეფცია სრული აბდაუბდაა, რადგან თუ არის ელიტარული კორუფცია, მაშინ ის ყველგან არსებობს. წარმოუდგენელია, რომ ხელმძღვანელი ქრთამს იღებდეს და სხვებს აკონტროლებდეს, რომ მათ ქრთამი არ აიღონ (...)

- მე რამდენიმე თეორიული ხასიათის კითხვას დაგისვამთ... რა მოხდება, თუ თქვენ უკრაინის მოქალაქეობას ჩამოგართმევენ?

- არაფერი, ალბათ, უკეთეს შემთხვევაში რომელიმე საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებდი, თუმცა ეს ძალიან აბსურდული სიტუაცია იქნებოდა.

- ვთქვათ და საქართველოში თქვენზე აღძრული სისხლის სამართლის ყველა საქმე დახურეს. ჩახვალთ საქართველოში?

- კიდევ ერთხელ ვამბობ - მე უკრაინულ პოლიტიკაში სერიოზულად ვარ. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ბრძოლის ველიდან გარბის.

- დონალდ ტრამპმა რომ შემოგთავაზოს სამუშაო?

- დონალდ ტრამპი, როცა ბიზნესმენი იყო, ამბობდა, რომ სააკაშვილი პოლიტიკურად უნდა გამოვიყენოთ შეერთებულ შტატებშიო, თუმცა ვფიქრობ, რომ ხუმრობდა. მან რომელიღაც ინტერვიუში თქვა, კარგია ერთსა და იმავე ბიზნესში რომ ვართ, რადგან გამაკოტრებდა - როცა სააკაშვილი რაიმეს დაიწყებს, გაჩერება აღარ უნდა და ამ მხრივ ჩემზე უარესიაო. ცხადია, ეს ხუმრობა იყო. ახლა დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტია, მაშინდელი ხედვები კი ბიზნესმენის ხედვებს წარმოადგენდა.

- მე თქვენს ბოლო ქონებრივ დეკლარაციას გადავხედე, რომელიც 2016 წლის 10 ნოემბერსაა შევსებული. სატრანსპორტო საშუალებებში მხოლოდ ველოსიპედი გაქვთ დაფიქსირებული...

- როცა კიევში გადმოვედი, ავტომანქანა „შკოდა სუპერბი“ ვიყიდე, ძალიან მაგარი მანქანაა. ოდესაში კი სასამსახურო მანქანა მქონდა - ძველი „ფოლკსვაგენ ტუარეგი“.

http://www.dw.com/ru/a-36644922


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა