„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მტკიცე და უპირობო გამარჯვება მოიპოვა.
მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პარტია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობს აყალიბებს, რაც ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას: საქართველოს გადაქცევას საპარლამენტო რესპუბლიკად და პრეზიდენტის საყოველთაო-სახალხოდ არჩევის გაუქმებას. პოლიტოლოგები კი აღნიშნავენ, რომ საქართველომ საკმაოდ სუსტი ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტი მიიღო, რადგან მმართველი პარტიის უმრავლესობა ამომრჩეველთა მხოლოდ 25%-ით არის უზრუნველყოფილი“, - ნათქვამია საფრანგეთის საერთაშორისო რადიოსადგურის - „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ რეპორტაჟში.
რადიოკორესპონდენტი ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრება (გთავაზობთ შემოკლებით):
- როგორ მოხდა რომ ქვეყანამ ასეთი პოლიტიკური ძალების მქონე საკანონმდებლო ორგანო მიიღო?
- საზოგადოების წინასწარი მოლოდინის მიუხედავად მრავალპარტიული პარლამენტის არჩევის თაობაზე (სხვათა შორის, ყველა გამოკვლევა ამას ადასტურებდა), სამწუხაროდ, ასე არ მოხდა: პარლამენტი ისევ ორპოლუსიანი იქნება. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ორივე პარტია - ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნებაც“ და მიხეილ სააკაშვილის „ნაცმოძრაობაც“ ქვეყნის ამომრჩევლი ნახევრის პოზიციასაც კი ვერ გამოხატავს (მათი ჩათვლითაც კი, ვინ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო). ეს ძალიან ცუდია. სწორედ ამიტომააა პარლამენტის ლიგიტიმურობა სუსტი (მხედველობაში მაქვს არა იურიდიული, არამედ „სახალხო“ ლეგიტიმაცია). ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის სტაბილურობა უფრო ნაკლები იქნება.
- თქვენ ახსენეთ, რომ პარლამენტში „ორი პარტიაა“, მაგრამ საკანომდებლო ორგანოში ხომ მესამე - „პატრიოტთა ალიანსიც“ არის?
- „პატრიოტთა ალიანსი“, შეიძლება ითქვას, ეგზოტიკური პოლიტიკური ძალაა. ამ პარტიის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობიდან გამომდინარე, „პატრიოტები“ სამომავლო პოლიტიკურ ბატალიებზე რაიმე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენენ. თანაც პარლამენტში მათ მხოლოდ ექვსი მანდატი აქვთ, რაც საკანონმდებლო ორგანოში „ამინდს“ ვერ სექმნის. ასე რომ, „პატრიოტთა ალიანის“ მხოლოდ ეგზოტიკაა და მეტი არაფერი.
- რითაა ცუდი ორპარტიული სისტემა? დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობაში ხომ ძირითადად ორი პარტიაა ერთმანეთის კონკურენტები...
- ორპარტიულ სისტემაში ცუდი არაფერია, მაგრამ ქვეყანა ჯერ ჭეშმარიტ ორპარტიულ სისტემამდე უნდა მივიდეს, ჩვენ კი მისგან ძალიან შორს ვართ. ორპარტიული სისტემა მაშინაა ყველაზე ეფექტური, როცა ეს ორი პარტია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს. ჩვენთან კი რა ხდება? ორივე პარტიის ჯამური რეიტინგი 40%-ს არ აღემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ არამხოლოდ თითოეული მათგანი, არამედ ორივე ერთადაც ვერ სარგებლობს მთელი საზოგადოების მხარდაჭერით, რათა შემდეგ პასუხისმგებლობის განაწილება მოხდეს.
http://ru.rfi.fr/kavkaz/20161031-kakoi-parlament-poluchila-gruziya-na-vyborakh