logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ინტერვიუ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან: ნატო საქართველოს აიარაღებს ის აფხაზეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს
ინტერვიუ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან: ნატო საქართველოს აიარაღებს ის აფხაზეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს
15:30 24.10.2016
იტალიური გამოცემა «Il Giornale» აქვეყნებს ინტერვიუს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, რომლის ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

აფხაზეთი, რომელიც დე-იურედ საქართველოს შემადგენლობაში ითვლება, მაგრამ დე-ფაქტოდ საქართველოსაგან 1992 წლის ნოემბრიდან დამოუკიდებელია. მისი დამოუკიდებლობა რუსეთმა 2008 წელს ოფიციალურად აღიარა. სწორედ ამ ერთი ციდა მიწის გამო (სამხრეთ ოსეთის ჩათვლით), საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

ჩვენი გაზეთის კორესპონდენტი სერენა სარტინი სოხუმში იმყოფება და აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს კან ტანიას ესაუბრება.

- აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას გადადგომის შემდეგ რესპუბლიკაში პოლიტიკურ ქაოსს წინასწარმეტყველებდნენ...

- ცხადია, მინისტრის გადადგომამ სამოქალაქო საზოგადოების ჩარჩოებში დისკუსიები გამოიწვია, მაგრამ პოლიტიკური ქაოსი დაიწყოო, ამას ვერ ვიტყვით. დღეს აფხაზეთში სტაბილური სიტუაციაა, სრულიად ნორმალური ვითარება. უკვე დანიშნულია საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი დაურ კოვე, რომელიც ბოლო ხუთი წლის მანძილზე მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

- როგორია აფხაზეთის ეკონომიკური მდგომარეობა?

- მინდა დაგარწმუნოთ, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, 2008 წლიდან მოყოლებული, ჩვენი რესპუბლიკის ეკონომიკური მაჩვენებლები რეგულარულად უმჯობესდება და ამაში დიდ როლს ასრულებს როგორც ტურისტთა ნაკადის მოზღვავება, ასევე სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზრდა. მე ვიტყოდი, რომ ქვეყანა დინამიურად ვითარდება, მისი სუვერენიტეტი და საერთაშორისო პოზიციები სულ უფრო და უფრო მტკიცდება.

- როგორი მონაცემებია ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით?

- მონაცემები ძალიან გამამხნევებელია. მიმდინარე წელს აფხაზეთმა მილიონ 400 ათას ტურისტს უმასპინძლა, მათგან 90% რუსეთიდანაა.

- როგორია საქართველოსთან დღევანდელი ურთიერთობა?

- დღესდღეობით აფხაზეთს საქართველოსთან არანაირი ოფიციალური ურთიერთობა არ აქვს. ერთადერთი ადგილი, სადაც ჩვენი წარმომადგენლები საქართველოს წარმომადგენლებს ხვდებიან, ჟენევის დისკუსიებია, რომელიც სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისკენაა მიმართული - გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს ჩარჩოებში, რუსეთის, აშშ-ის, გაეროს დელეგაციების მონაწილეობით. ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ ქართველები, რომ მათ ხელი მოაწერონ ორმხრივ შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის თაობაზე, მხარეთა შორის ნდობის აღდგენის მიზნით. სამწუხაროდ, ჩვენი ქართველი კოლეგები შეთანხმების ხელმოწერაზე უარს აცხადებენ. აფხაზმა ხალხმა საქართველოსთან 1992-1993 წლის ომში თავისუფლება და სუვერენიტეტი სისხლიანი ბრძოლით მოიპოვა და ახლა ყველა მეზობელთან ცხოვრება მშვიდობიანად, მეგობრულად სურს, მაგრამ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ეს შეუქცევადი პროცესია და აფხაზეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

- რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას თუ ფიქრობთ?

- ჩვენი საქმიანობის დღის წესრიგში რუსეთთან შეერთების მიზნით არანაირი რეფერენდუმის ჩატარება არ არის.

- ელოდებით რაიმეს ევროკავშირისა და ნატოსაგან?

- ნატო აფხაზეთისათვის საფრთხეს წარმოადგენს, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ სამხედრო წრთვნებს, რომლებიც საქართველოში, ჩვენს საზღვრებთან ახლოს ტარდება ხოლმე. ნატო საქართველოს იარაღით ეხმარება, რაც ჩვენი პატარა ქვეყნისათვის რეალური საშიშროებაა. ამიტომაც ვცდილობთ თავი დავიცვათ ასეთი საფრთხეებისაგან, ამიტომაც ვდებთ სამხედრო შეთანხმებებს რუსეთთან... წინააღმდეგ შემთხვევაში აგრესორმა საქართველომ შეიძლება ახალი ომი დაიწყოს. რაც შეეხება ევროკავშირს, ნატოსაგან განსხვავებით, ევროკავშირი მრავალფეროვანი თანაცხოვრების მშვენიერი მაგალითია, თუმცა ბოლო წლებში ეს ორგანიზაციაც, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამო, გარკვეულ კრიზისს განიცდის. ვფიქრობ, ევროკავშირი ახლო მომავალში პრობლემებს გადალახავს და ევროპელებისათვის კვლავ მეტი სარგებლობის მომტანი იქნება. ევროკავშირი მშვიდობიანი თანაცხოვრების მაგალითია, მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების დასანახად და მისაბაძად.

- როგორ მიმდინარეობს ჟენევის დისკუსიების სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის განმტკიცების მიზნით?

- უკვე რვა წელი გავიდა, მაგრამ მხარეებმა ჯერაც ვერ მოახერხეს ძალის გამოუყენებლობის შეთახმების ხელმოწერა და ეს ყველაფერი საქართველოს დელეგაციის მტრული პოზიციის გამო ხდება. ქართველებს შეთანხმების ხელმოწერა მხოლოდ რუსეთთან სურთ, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კი უარს აცხადებენ. უნდა ითქვას, მედვედევ-სარკოზის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში, რის საფუძველზეც ჟენევაში აღნიშნული შეხვედრები მიმდინარეობს, ნათლადაა ხაზგასმული, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ჩვენი მთავარი მიზანი, რისთვისაც ამ შეხვედრებში ვმონაწილეობთ, ისაა, რომ ძალის არგამოყენების შეთანხმების დადებას მივაღწიოთ. ამ თვალსაზრისით ჯერ-ჯერობით შედეგები არ არის, მაგრამ რადგანაც აფხაზეთი ისტორიულად კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის მომხრედ გამოდის, ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ და ვცდილობთ დავარწმუნოთ ქართველები, რომ სამშვიდობო შეთანხმება სწორედ ჩვენთან გააფორმონ.

http://www.ilgiornale.it/news/nato-minaccia-sta-armando-georgia-1321654.html


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა