logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ლარა ლინდემანი: „ქართული ოცნება“ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს
ლარა ლინდემანი: „ქართული ოცნება“ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს
12:52 19.10.2016
ამერიკული რადიოსადგური „Radio Voice of America“ „ამერიკის ხმა“ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე და პროცესის მნიშვნელობაზე დემოკრატიული განვითარებისთვის ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს მკვლევარს ლარა ლინდერმანს ესაუბრა:

- როგორ აფასებთ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში, რა მიიღო ქართულმა საზოგადოებამ და როგორი იყო პროცესის დემოკრატიულობა?

- ცალსახაა, რომ მთავარი მოგება „ქართულ ოცნებას“ დარჩა. როგორც გამოჩნდა, ამომრჩეველი კმაყოფილი იყო გასული ოთხი წლით და მათ ასევე აჩვენეს, რომ კურსის და სტაბილობის შენარჩუნება სურთ. „გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა“ ასევე გამარჯვებულია. მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიას საკუთარი მოლოდინები ბოლომდე ვერ გაუმართლდა, მან დაამტკიცა, რომ ის მთავარი ოპოზიციური პარტიაა. რაც შეეხება „რესპუბლიკელებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“, ვნახეთ, რომ ვერცერთმა ამ პარტიამ ვერ გადალახა ბარიერი. მათმა შედეგებმა კი გაუსვა ხაზი იმას, რომ ენმ არის ძირითადი ოპოზიციური პარტია. რაც შეეხება დემოკრატიის მომავალს საქართველოში, იქნება გამოწვევები, რადგან მომავალი ოთხი წელი იგივე პარტია რჩება ხელისუფლებაში. „ქართულ ოცნებას“ ექნება ცდუნება ძალის კონსოლიდაცია მოახდინოს, რაც იდეალური არ იქნება ქვეყნისთვის. თუმცა ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში ენმ-თან მუშაობა და ერთად მართვა, რათა ეს გამოწვევა თავიდან იქნას აცილებული.

- მთლიანობაში, დააკმაყოფილა, თუ არა ამ არჩევნებმა თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული სტანდარტი?

- ეს არ ყოფილა სრულყოფილი და უნაკლო პროცესი, იყო ძალადობის და ზეწოლის ცალკეული შემთხვევები, მაგრამ ძირითადად, მედია იყო მრავალფეროვანი, კამპანია კი ენერგიული, წარსულთან შედარებით უფრო ნაკლებად ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსების გაფლანგვა. ამიტომაც, არჩევნები იყო წინგადადგმული ნაბიჯი.

- თქვენი აზრით, ის, რომ მცირე ზომის ლიბერალური იდეოლოგიის პარტიებმა პარლამენტში გამსვლელი შედეგები ვერ აჩვენეს, ეს ზოგადად პრო-დასავლური პლატფორმის მარცხად უნდა აღვიქვათ?

- მე არ ვიტყოდი, რომ მთლიანობაში პრო-დასავლურმა პარტიებმა დამარცხება იწვნიეს. „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი იმუშავა, რათა გაეგრძელებინა დასავლური ინტეგრაცია. ამომრჩეველმაც სწორედ ასე გაგრძელება ისურვა მისგან. რაც შეეხება „თავისუფალ დემოკრატებს“ ან „რესპუბლიკურ პარტიას“, ამ პარატიების მიღმა ბევრი პოლიტიკური ფიგურაა და არა იმდენად პოლიტიკა. რეალურად, არაერთი პარტია ადგას დასავლურ პლატფორმას, თუმცა სიტუაცია უფრო გაირკვა, როცა ენმ მთავარ პოლიტიკურ ძალად დამკვიდრდა. „ქართული ოცნება“ ძალაუფლებაში დარჩება. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“, მას 6 პარლამენტარი ეყოლება, სავარაუდოდ. მათ არ აქვთ საპარლამენტო ან მართველობის გამოცდილება და ისინი მოსახლეობის ძალიან მცირე ფენის ინტერესების, მათი ხმის გაჟღერებას შეეცდებიან. ამავე დროს, ისინი ვერ შეძლებენ ბევრის მიღწევას. ისინი რუსული პროპაგანდის შედეგად მოხვდნენ პარლამენტში. ამგვარ პაროპაგანდას ჩვენ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, აშშ-ში, დასავლეთ ევროპაში ვხედავთ. დიდი ფულის დახარჯვის მიუხედავად, მათ საქართველოში მხოლოდ ეს მოახერხეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველები ძალიან პრო-დასავლურები არიან.

- რა საშიშროება ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობას პარლამენტში?

- „ქართული ოცნება“ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ეს პარტია ძალაუფლების კონსოლიდაციის ცდუნების წინაშე აღმოჩნდება. თუმცა, როგორც წარსულში ვნახეთ, იმ დროს, როცა პარტია ამას ცდილობს, საზოგადოებაში ჩნდება უარყოფითი რეაქცია და ამომრჩეველი სხვას ითხოვს. ამიტომ, ქართულმა ოცნებამ მმართველობის დახვეწაზე ენმ-სთან უნდა იმუშაოს, ნაკლები ყურადღება დაუთმოს კინკლაობას, წარსულის მოვლენებს და გაიხედოს წინ.

- რა როლი ითამაშეს პროცესებში “არაფორმალურმა ლიდერებმა” ორივე მხარეს? მათ რა ჩართულობას იწინასწარმეტყველებთ სამომავლოდ და რამდენად ჯანსაღია ეს ქვეყნისთვის?

- ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ ფლობს “არაფორმალურ” ძალაუფლებას, შემაშფოთებელია. უკეთეს შემთხვევაში, ის გააგრძელებს უკან დახევას და საშუალებას მისცემს ქართული ოცნების ახალ სახეებს ასპარეზზე გამოვიდნენ. სააკაშვილს რაც შეეხება, ჩვენ ვნახეთ გაუთვლელი ნაბიჯები ენმ-ის კამპანიაში, როცა არჩევნები იყო გათანაბრებული რეფერენდუმთან, რომელსაც სააკაშვილის დაბრუნება-არდაბრუნება უნდა გადაეწყვიტა. ამ რიტორიკამ ამომრჩეველში ვერ მოიპოვა მხარდაჭერა და საერთოდ, ვფიქრობ ხალხს სურს ივანიშვილ-სააკაშვილის დინამიკას გასცდეს. იმედი მაქვს, ორივე ლიდერი ქართული პოლიტიკიდან გავა და საშუალებას მისცემს პარტიებსა და პლატფორმებს საქმე გააკეთონ.

http://www.amerikiskhma.com/a/laura-linderman-post-elex-16/3555758.html


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა