logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ტანვარჯიშის რეაბილიტირებული ცენტრი მომხმარებლებს განახლებულ სერვისს და უახლესი ტიპის ტრენაჟორებით აღჭურვილ ფიტნეს ცენტრს სთავაზობს
ტანვარჯიშის რეაბილიტირებული ცენტრი მომხმარებლებს განახლებულ სერვისს და უახლესი ტიპის ტრენაჟორებით აღჭურვილ ფიტნეს ცენტრს სთავაზობს
10:21 20.09.2016
2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიამ, რომელმაც ძალიან დიდი ზარალი მოუტანა ჩვენს დედაქალაქს, მკვეთრი კვალი დააჩნია ტანვარჯიშის ცენტრსაც, რომელიც კომპლექს „ლაგუნას“ მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული და რომელიც სტიქიის გამო პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა.
2015 წლის 13 ივნისის შემდეგ ცენტრში მთლიანად მოიშალა ინფრასტრუქტურა და შეუძლებელი გახდა მისი ძველებურად ფუნქციონირება. ამ დროისთვის კი კომპლექსი თავის ძველებურ რიტმს დაუბრუნდა და მომხმარებლებს ბევრი სიახლით ხვდება.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრის დირექტორს, ლაშა ლომიძეს ესტუმრა, რომელიც, როგორც ტრაგედიის შედეგად მიყენებულ ზარალზე, ასევე იმ სიახლეებზე გვესაუბრება, რასაც განახლებული სპორტული კომპლექსი გვთავაზობს.

-მოგესალმებით ბატონო ლაშა, მოხარული ვარ, რომ თქვენი კომპლექსი აქტიურად შეუდგა მუშაობას, თუმცა შეუძლებელია არ გავიხსენოთ 13 ივნისის ტრაგედია და არ ვისაუბროთ იმ ზარალზე, რაც მან გამოიწვია. დაახლოებით რა დონეზე დაზარალდა ინფრასტრუქტურა?


-სტიქიის შემდეგ შენობა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. 2015 წლის 13 ივნისს დაზიანდა ორი დარბაზი, ასევე მხატვრული ტანმოვარჯიშეების, სპორტული ტანმოვარჯიშეებისა და ბატუტის დარბაზებიც, რამაც ცენტრის ფუნქციონირების პარალიზება გამოიწვია. დღეის მდგომარეობით კი კომპლექსი მთლიანად რეაბილიტირებულია, აღდგენილია ინფრასტრუქტურა და მომხმარებლებს დღეს გაცილებით უფრო მეტი სიახლით ვხვდებით, ვიდრე ეს 2015 წლამდე იყო.
-რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, რა დაჯდა მთლიანი კომპლექსის აღდგენა?
-ჩვენი კომპლექსის აღდგენისთვის 500 000 აშშ დოლარი დაიხარჯა, რაც მთლიანად „ვი თი ბი“ ბანკმა დააფინანსა. ის იყო ინიციატორი, რომ აღედგინათ ეს ცენტრი. ამის შემდეგ, მერიასთან შეთანხმებით დაიდო შესაბამისი ხელშეკრულება და ცენტრის რეაბილიტაცია განხორციელდა. ამ თანხაში შედის ინვენტარიც და რემონტიც.
-მხოლოდ აღნიშნულლი ბანკის დაფინანსებით მოხდა თუ მერიის მიერაც იყო ხარჯები გაწეული?
-ძალიან კარგი და სწორი კითხვაა. ეს იყო ერთობლივი შეთანხმება. მერია დაგვეხმარა გარე ტერიტორიის დასუფთავებაში, რისთვისაც შესაბამისი ტექნიკის მობილიზება მოახდინა. კონკრეტულად რაც შეეხება თანხებს, ეს რა თქმა უნდა მერიაშია დაფიქსირებული, ზუსტ თანხას ვერ დავასახელებ, თუმცა ძირითადად, მთლიანი კომპლექსის აღდგენა ვერ მოხერხდებოდა, რომ არა აღნიშნული ბანკი.
- რამდენ ადამიანზეა გათვლილი კომპლექსი?
-გათვლილი ბევრზეა, მაგრამ ჯერჯერობით მთლიანად დატვირთულები არ ვართ. ივლისის მონაცემებით 656 ბავშვია დაფიქსირებული, თუმცა უფრო მეტს ველოდებით. უნდა აღვნიშნო, რომ ამ რიცხვში არ შედის მეორე კომლექსში არსებულ ადამიანთა რაოდენობა. სულ ერთად, ორივე კომპლექსში 1000 კაცამდეა დაფიქსირებული.
-რა ასკიდან იწყებთ აღსაზრდელების მიღებას?
-აღსაზრდელების მიღება 4 წლის ასაკიდან იწყება, თუმცა არის შემთხვევები, როცა 14 წლის მოზარდებიც მოჰყავთ და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაგვიანებულია, რადგან ჩვენი კომპლექსი ამ ასაკის კატეგორიას სთავაზობს გამაჯანსაღებელ ცენტრს სადაც შეეძლებათ ჩაიტარონ სხვადასხვა გამაჯანსაღებელი და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პრცედურები.
-რა სიახლეებს სთავაზობს მომხმარებელს განახლებული კომპლექსი?
-სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად კეთილმოეწყო შესასვლელი, სადაც მშობლები ელოდებოდნენ შვილებს და მათთვის ეს გარემო უფრო კომფორტული გახდა. მთლიანად გარემონტდა და განახლდა კომპლექსი, ეს ყველაფერი კი სასიამოვნოს ხდის მომხმარებლის და არამარტო მათ ყოფნას ჩვენთან. ასევე აუცილებლად უნდა მოგახსენოთ ახალი ფიტნეს ცენტრის შესახებ, რომელიც აღჭურვილია ძვირადღირებული ტრენაჟორებით, სუფთა და კონფორტული გამოსაცვლელი ოთახებითა და სააბაზანოებით. მომხმარებელს ასევე კონსულტაციას გაუწევენ გამოცდილი ინსტრუქტორები.
-რა კატეგორიის მომხმარებელს შეუძლია თქვენი სერვისით სარგებლობა, ანუ ფასები რამდენად მისაღებია მოსახლეობისთვის?
-ფასი ნამდვილად მისაღებია, რაც გულისხმობს ქალბატონებისთვის 70 ლარს ერთთვიან ულიმიტო აბონიმენტზე, ხოლო მამაკაცების შემთხვევაში 80 ლარს. ასე, რომ გელოდებით ჩვენთან პატარებსაც და დიდებსაც.

ნათია ჩადუნელი
ნათია უჩიძე


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა