logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ინტერვიუ დავით ბაქრაძესთან: რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის პარალელურად გვაქვს პროგრესი ევროკავშირთან და ნატოსთან
ინტერვიუ დავით ბაქრაძესთან: რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის პარალელურად გვაქვს პროგრესი ევროკავშირთან და ნატოსთან
11:42 19.09.2016
„ამერიკის ხმა“ ვაშინგტონში, გასულ კვირას განხორციელებული ვიზიტის დროს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძეს ესაუბრა.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს ქართულენოვან ვერსიას:

- უკანონო მოსმენები ერთერთი მთავარი თემაა საარჩევნო კამპანიისას. როგორ უნდა შევეეწინააღმდეგოთ ამ პრობლემას და ვინ არის პასუხისმგებელი?

- პირველ რიგში, ბოლო წლებში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც სახელმწიფომ შეიძლება გამოიყენოს, ეს არის უკანონო, აქედან გამომდინარე, მთავარია ის რეაგირება, რომელსაც სახელმწიფო ახდენს მსგავს ფაქტებზე. დაწყებულია გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში. ვთვლით, რომ ის გარემო, რომელიც გვაქვს წინასაარჩევნოდ, კონკურენტული, ღია და პლურალისტური საარჩევნო გარემო, არის იმის მონაპოვარი, და არ უნდა დავუშვათ, რომ ის დაბინძუნრდეს მსგავსი საკითხებით.

-რას ელოდებით ვაშინგტონისგან, როგორ უნდა დაეხმაროს უფრო მეტად ამერიკა საქართველოს - ერთი მხრივ, ქვეყნის შიგნით, პოლიტიკური პარტიების განვითარების და საარჩევნო პოროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის და, მეორე მხრივ, ევროინტეგრაციის დაჩქარების კუთხით ევროკავშირთან?

-ჩვენ ბოლო პერიოდში მივიღეთ არაერთი გამამხნევებელი და მხარდამჭერი გზავნილი. ერთერთი იყო კონგრესის ბოლო რეზოლუცია, რომელიც ძალიან მაღალი მხარდაჭერით სარგებლობდა კონგრესში და სადაც ხაზგასმით დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ზაფხულს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს აშშ-სთან, რაც გულისხმობდა აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. აშშ-ი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში აქტიურად მონაწილეობს დემოკრატიული პროცესების განვითარებაში და ეს არის ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც გვეხმარება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. ბოლო წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა ამ თვალსაზრისით დიდი მოწონება დაიმსახურა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის დროსაც საქართველოში.

- გასულ კვირას საქართველოს ექს-პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ჩვენ აუცილებლად უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობები ჩვენ ყველაზე დიდ მეზობელთან - რუსეთთან. რუსეთს თავისი ნეგატიური წვლილი და დანაშაული აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა მივხედოთ საკუთარ თავს. ჩვენ თუ არ მივხედეთ, არავინ იფიქროთ, რომ ვიღაც მოფრინდება აქ და ყველაფერს გაგვიკეთებს. ეს გზა აუცილებელი გასავლელია“. თუმცა, ყოფილ პრემიერს არ დაუზუსტებია „ურთიერთობის დალაგებაში“ იგულისხმება თუ არა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. თქვენ როგორ უყურებთ რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას და რამდენად შესაძლებელია, რომ ქვეყანა, ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობის პარალელურად, რუსეთთანაც აღრმავებდეს უფრო მეტად ურთიერთობას?

- ჩვენ სწორედ პრაგმატული ურთიერთობებით რუსეთთან შევქმენით ის სტაბილური გარემო ქვეყნის განვითარებისთვის, რომელიც დღეს გვაქვს ამ გამოწვევებით აღსავსე რეგიონში. ამით ვუზრუნველყავით სტაბილური და თანმიმდევრული გარემო ქვეყნის განვითარებისთვის. ამის გამო ჩვენ მაქსიმალურს მივაღწიეთ ევროკავშირთან, ასოცირება იქნება ეს თუ თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, თუ ვიალიბერალიზაციის საკითხები და ამ კუთხით რეფორმების დასრულება. ნატოსთან კი მივაღწიეთ იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც თავსებადობის და თავდაცვისუნარიოანობის გაზრდას მოემსახურება.

რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, აქ არის ძალიან მკაფიო პოზიცია: ჩვენ პრაგმატული, დეესკალაციის პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, თუმცა ეს არანაირად არ მოხდება ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენული უფლებების ხარჯზე. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ახალი საფრთეები და სწორედ ეს ქმნის იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ჩვენ ქვეყნის განვითარებისთვის ვუკავშირებთ ნატოსა და ევროკავშირს. ჩვენ სწორედ ამ პრაგმატული პოლიტიკის კვალდაკვალ გვაქვს პროგრესი ევროკავშირთან და ნატოსთან, პოლიტიკა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად სამაგალითოდ არის მიჩნეული აშშ-სა და ევროატნალნტიკური სტრუქტურების თუ ხელმძღვანელების მხრიდან.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ახალი საფრთხეები და სწორედ ეს ქმნის იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ჩვენ ქვეყნის განვითარებისთვის ვუკავშირებთ ნატოსა და ევროკავშირს. ჩვენ სწორედ ამ პრაგმატული პოლიტიკის კვალდაკვალ გვაქვს პროგრესი ევროკავშირთან და ნატოსთან, პოლიტიკა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად სამაგალითოდ არის მიჩნეული აშშ-სა და ევროატლანტიკური სტრუქტურების თუ ხელმძღვანელების მხრიდან.

- რა შედეგს მოუტანს საქართველოს შეერთებულ შტატებში უკვე ტრადიციად ქცეული რეზოლუციები ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერით და რა გზას ხედავთ კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობების გასაჯანსაღებლად?

- საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი სტრატეგიული პარტნიორი - აშშ ამახვილებს ყურადღებას ჩვენს ტერიტორიულ საკითხებზე, მნიშვნელოვანია თითოეული რეზოლუცია, რომელსაც ამ მიმართულებით - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად იღებს კონგრესი და თავის დღის წესრიგში აყენებს. ჩვენ დღეს გვაქვს აშშ-სთან ის ჩარჩო ხელშეკრულება-სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია, რომლის ფარგლებში ვანვითარებთ ბევრი მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას და ვიღებთ მაქსიმალურ მხარდაჭერას აშშ-სგან, ამის პარალელურად, გვეძლევა შესაძლებლობა გავაღრმავოთ ხალხთაშორისი ურთიერთობები ჩვენს მოქალაქეებთან საოკუპაციო ხაზის მიღმა, გვქონდეს აქტიური ნდობის აღდგენის პოლიტიკა, რომელიც გამოიხატება საქართველოს მოქალაქეებისთვის მთვრობის მიერ მიღწეული სარგებლის გაზიარებით ყველა მოქალაქისთვის საზღვრის ორივე მხარეს, მათ შორის იმ სარგებლის გაზიარებით, რომელსაც მოიტანს ვიზა ლიბერალიზაცია.

- აკეთებს თუ არა საქართველოს სახელმწიფო საკმარისს რუსეთის პროპაგანდის დასაძლევად მედიაში, პოლიტიკაში, წინასაარჩევნოდ, საჯარო დიპლომატიაში, საგარეო ურთიერთობებში და თუნდაც ახალგაზრდა თაობის უკეთ გასანათლებლად?

-მე ვფიქრობ, ამაზე პასუხი მარტივია სწორედ იმ ღია, დემკრატიულ ატმოსფეროში და იმ მაღალი მხარდაჭერის პირობებში, რომელიც ჩვენ შევინარჩუნეთ მოსახლეობაში ნატოსა და ევროკავშირის მიმართ, მიუხედავად გაზრდილი ანტიდასავლური პროპაგანდისა ყველგან ევროპაში. ამის პარალელურად, ჩვენ ვაწარმოებთ აქტიურ სტრატეგიულ საკომუნიკაციო პოლიტიკას, რომელშიც ჩართულია სახელმწიფო, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო მისიები, რათა ერთობლივი ძალისხმევით ვახერხებთ, რომ გავხადოთ ეს მხარდაჭერა ცოდნაზე დაფუძნებული. დღეს, საქართველოს მოსახლეობამ ბევრად უფრო კარგად იცის რა სარგებელი მოაქვს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ეს არის მნიშვნელოვანი, რათა ხვალ და ზეგ არ მოხდეს არასწორი ინფორმაციით ამ მხარდაჭერის შეფერხება ან ამ მხარდაჭერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა და განსაზღვრულია სამიზნე ჯგუფები, ვისთანაც მუდმივად ვაწარმოებთ საინფორმაციო პოლიტიკას, და აქ შედეგებზე მეტყველებს ის, რაც გამოისახება მაღალ მხარდაჭერში ევროკავშირისა და ნატოს მიმართ.

http://www.amerikiskhma.com/a/david-bakradze-in-dc/3514199.html



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა