logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ინტერვიუ გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესთან: საქართველო ევროატლანტიკური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია
ინტერვიუ გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესთან: საქართველო ევროატლანტიკური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია
10:33 13.09.2016
ამერიკულმა რადიოსადგურმა „Radio Voice of America“-მ რამდენიმე კითხვით მიმართა თბილისში, მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე მაღალი რანგის ერთ-ერთ სტუმარს, კერძოდ ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს ქართულენოვან ვერსიას:

-თქვენ საქართველოს ერთერთი ყველაზე დიდი მეგობარი ხართ. რა არის ამის მიზეზი? როგორ ფიქრობთ, აკეთებს თუ არა ის ყველაფერს ან არის თუ არა საქართველო მზად, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში, რომ ევროპულ ოჯახში მალე გაწევრიანდეს?

-პირველ ყოვლისა, შეერთებული შტატებია საქართველოს საუკეთესო მეგობარი. მე აქ შეერთებული შტატების ჯარს წარმოვადგენ. ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა საკუთარი შესაძლებლობები გააუმჯობესოს და ასევე ჩვენს მხარდაჭერასაც გამოვხატავთ.

ჩვენ ერთობლივ წვრთნებს ვატარებთ და თავდაცვის გეგმებს ერთად განვიხილავთ. რა თქმა უნდა უკვე წლებია, რაც ავღანეთში ერთმანეთის მხარდამხარ ვდგავართ. ეს ყველაფერი შეერთებული შტატების მიერ საქართველოსადმი მხარდაჭერის გამოხატულებაა. მჯერა, რომ საქართველო სინამდვილეში უკვე ევროპაში შევიდა. ვფიქრობ, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ეს შუა აზიისთვის ევროპაში გასასვლელი ჭიშკარია. ის წვრთნებში მონაწილეობს და უკვე ევროატლანტიკური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია.

შეიარაღებული ძალები ბეჯითად მუშაობს იმისთვის, რომსაქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაცვაში დასახმარებლად შეძლებისდაგვარად მაქსიმალური მზადყოფნა ჰქონდეს. ვფიქრობ, რომ თქვენ შესანიშნავი კაცები და ქალები უკვე გყავთ სამხედრო ფორმაში, რომლებიც ქვეყნის დასაცავად მზად არიან. თავდაცვის კონცეფცია ის თემაა, რომელზეც ჩვენს ქართველ სამხედრო ძმებთან მუშაობას გავაგრძელებთ. როგორ სურს საქართველოს თავის დაცვა, რა არის ამის საუკეთესო გზა და არსებული შესაძლებლობები თავდაცვისთვის მაქსიმალურად ეფექტურად როგორ უნდა გამოიყენოს.

-ფიქრობთ, თუ არა, რომ საკმარისი კეთდება საქართველოში რუსული დეზინფორმაციის გასანეიტრალებლად, უფრო ზუსტად, რუსეთის მზარდი ნარატივის გასაქარწყლებლად დასავლური ალიანსების და კონკრეტულად ნატოს უპირატესობის, წინააღმდეგ? ფიქრობთ, რომ საკმარისად ებრძვიან ამგვარად მომძლავრებულ დეზინფორმაციას საქართველოში? ასევე, რა როლი აქვს ნატოს ამ პროცესის გაჯანსაღების მიზნისთვის?

- რამდენიმე საკითხს გამოვყოფდი: საუკეთესო მომავლისთვის, საქართველომ უნდა გააგრძელოს დასავლეთთან და დანარჩენ ევროპასთან კავშირების გაძლიერება და გააგრძელოს ჯერ უმწიფარი ინსტიტუტების ზრდა. საინფორმაციო კამპანიის საუკეთესო სახე ის არის, როცა მოსახლეობა ხედავს მთავრობის პროფესიონალიზმს, შეიარაღებული ძალების უნარს უსაფრთხოების დასაცავად, და ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას, რომელიც დასავლეთის ეკონომიკურ ინსტიტუტებთან არის კავშირში. ეს, ჩემი აზრით, საუკეთესო საინფორმაციო კამპანიაა. აქვე, გეტყვით იმასაც, რომ ჩვენ დასავლეთში, იქ, სადაც ყველანი პატივს ვცემთ პრესისა და გამოხატვის თავისუფლებას, იქ, სადაც მუდმივად ხალხის ნდობის შენარჩუნებას ვცდილობთ და ვზრუნავთ, რომ პარლამენტს ან კონგრესის ძალაუფლებას გარე, დამოუკიდებელი ინსტიტუტები ზღუდავდეს.

იმ სიტუაციაში, როცა ყველას აქვს ინფორმაციის მიწოდების/გაზიარების შესაძლებლობა და ეს ხშირად ფაქტების გადამოწმების გარეშე ხდება, უნდა დავფიქრდეთ და ვიზრუნოთ ამ კონკურენციის დაძლევაზე. რა არის ჩვენი მთავარი ამოცანა: უპირველესია გამჭვირვალობა, და ფაქტების სიზუსტე. შესაბამისად, თავისუფალი მედიის არსებობა, მედიისა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მძლავრ აგრესიულ ნარატივს, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

http://www.amerikiskhma.com/a/ben-hodges-on-ties-with-georgia/3498430.html


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა