logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ლევან ბერძენიშვილი: გოგა ხანდრავას ფილმი დაკვეთილი პროპაგანდა და რეჟისორის ფიასკოა
ლევან ბერძენიშვილი: გოგა ხანდრავას ფილმი დაკვეთილი პროპაგანდა და რეჟისორის ფიასკოა
10:25 08.09.2016
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტში კოალიცია „ქართული ოცნების“ ქვოტით გასული დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი, რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებულ ფილმს აფასებს და აცხადებს, რომ ფილმს ხელოვნებასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ის დაკვეთილი პროპაგანდაა.

ინტერვიუ ფილმთან დაკავშირებით, ბერძენიშვილმა ფრანგულ რადიო «RFI – Radio France Internationale»-ს მისცა.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

ლევან ბერძენიშვილი: მე მთელი ჩემი ცხოვრება ლიტერატურითა და ხელოვნებით ვარ დაკავებული, ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ ამ ფილმს ხელოვნებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ის პროპაგანდისტულია. რეჟისორის მიზანია იმის წარმოჩენა, რომ ქვეყანაში თითქოსდა მხოლოდ ორი პარტიაა: კარგი „ქართული ოცნება“ და ცუდი „ერთიანი ნაცმოძრაობა“ (მიხეილ სააკაშვილის პარტია), ყველა დანარჩენი კი - ან კარგია, ან ცუდი. მოქმედებს პრინციპი: „ვინც ჩვენს გვერდით არ დგას, ის ჩვენი მტერია“. მე ვნახე ფილმის ტრეილერი და დავრწმუნდი - „ჰეროკრატია“ პროპაგანდაა და მეტი არაფერი! ეს ხელოვნებაა კი არა არის, ეს პოლიტიკაა. ესაა იმ კარგი რეჟისორის შემოქმედებითი ფიასკო, მარცხი, რომელიც ადრე მართლაც ტალანტიურ ფილმებს იღებდა.

- მაგრამ ფილმში ხომ გლდანის საპყრობილეში მომხდარ საშინელებებია გადმოცემული - ადამიანების წამება, რომელსაც თავის დროზე თქვენც აპროტესტებდით?

- ეს გასაგებია, მაგრამ რატომ აჩვენებენ ფილმს 2016 წლის არჩევნების წინ? აშკარაა, რომ ხელისუფლებისთვის ახლა მნიშვნელოვანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლაა. ამით მთავრობა მომაკვდავ პოლიტიკურ კლასს სიცოცხლეს უგრძელებს. ეს დაკვეთაა. არადა ის, რაც ადრე საპყრობილეებში ხდებოდა, შეიძლება შედარებით ნაკლებად, მაგრამ ახლაც გრძელდება, ის პირები ვინც მიხეილ სააკაშვილის დროს გლდანის ციხეში მუშაობდა, დღესაც იქ არიან და არცერთი სერიოზულად არ დასჯილა. მოკლედ, ამგვარი პროპაგანდიტული ფილმები ქართულ საზოგადოებაზე გავლენას ვერ მოახდენს, არ იმუშავებს.

- თქვენ თქვით, რომ ფილმი დაკვეთილიაო. მხედველობაში გყავთ მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი? ანუ ფილმი მან დააფინანსა?

- რა თქმა უნდა. აბა ფული საიდან გაჩნდებოდა? ეს ყველასათვის ნათელია. მე, ცხადია, პირადად არ შევსწრებივარ ფულის გადაცემის ფაქტს, მაგრამ გასაგებია, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი. მიმაჩნია, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან „კეთილი ინვესტიცია“ არ არის.

„ალბათ, ფილმის ავტორი და დამკვეთი იმედოვნებენ, რომ „ჰეროკრატია“ ისეთივე შოკურ ეფექტს მოახდენს, როგორიც თავის დროზე გლდანის ციხის ვიდეოკადრებმა მოახდინა. ვნახოთ“, - ამბობს რადიოკორესპონდენტი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა